"ასაფრენ ზოლთან დაკავშირებით მე მოვისმინე პრემიერის განცხადება. ჩვენ მაშინ სხვა გამოსავალი ვერ ვიპოვეთ და გასული წლის აგვისტოში დაიწყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ასაფრენი ზოლის მშენებლობა, რომლის პროექტირება გრანტის სახით, ფრანგულმა კომპანიამ გაგვიკეთა. პროექტის განხორციელებისთვის საჭირო იყო დაახლოებით, 45-დან 65 მლნ აშშ დოლარი; სახელმწიფომ ვერ გამონახა ეს თანხა და მოლაპარაკება დაიწყო "ტავ ჯორჯიასთან". მე შეიძლება სულაც არ მეხატება "ტავი", მაგრამ ის იქ არის.
აქედან გამომდინარე, "ტავმა" მოითხოვა აეროპორტის მართვის ათი წლით გაგრძელება. ჩვენ კი მოვითხოვეთ, ასაფრენი ზოლის აშენება და კიდევ აეროპორტის გაფართოება, როდესაც 2 მლნ მგზავრზე ავიდოდა; კიდევ რაღაც პირობები ჩავუდეთ. ესეც კი შეაჩერეს. შეიძლება, ახალ ხელისუფლებას პირობებია არ მოეწონა და გააჩერა, მაგრამ თუ აჩერებენ, ახალი ვარიანტი ხომ უნდა შემოგვთავაზონ?!
ან უნდა გამოისყიდო "ტავისგან" აეროპორტის მართვა, თუ ებრძვი ამ კომპანიას და დღესაც ჩანს, რომ "ტავს" პირდაპირ ებრძვიან ან სხვა გზა გამონახო. მეც არ მომწონს აეროპორტის შენობა, მაგრამ რა უნდა ქნა?! თუ ამდენი შემოსავალი აქვთ, მართვა გამოისყიდონ "ტავისგან", - აღნიშნა კარბელაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






