პოროშენკოს ევრომაიდნის აქტივისტების წინააღმდეგ 2014 წლის იანვარ-თებრვალში ჩადენილი დანაშაულების გამოძიების ფარგლებში 29 ნოემბერს დაკითხავენ.
გამოძიების ფარგლებში უკვე დაკითხეს შინაგან საქმთა მინისტრი არსენი ავაკოვი, უკრაინის ნაციონალური უსაფრთხოებისა და თავდაცვის სამსახურის უფროსი ალექსანდრ ტურჩინოვი, ყოფილი პრემიერი არსენი იაცენიუკი და სხვა პირები.
ევრომაიდნის მოვლენები 2013 წლის 21 ნოემბერს დაიწყო. სამოქალაქო პროტესტების ტალღა ა უკრაინის ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შეჩერებამ გამოიწვია. მოსახლეობა ასევე კორუფციას, სოციალურ უსამართლობას აპროტესტებდა და მთავრობის გადადგომას ითხოვდა.
18 თებერვალს სიტუაცია განსაკუთრებულად დაიძაბა: მომიტინგეებისა და პოლიციის შეტაკება მსხვერპლით დასრულდა. 21 თებერვალს პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ხელი მოაწერა უკრაინის კრიზის რეგულაციის შეთანხმებას და იმავე დღეს კიევი დატოვა.
ოფიციალური ინფორმაციით, მასობრივი საპორტესტო აქციების დროს დაიღუპა 106 აქტივისტი, ათასზე მეტი კი დაშავდა.
მასალის გამოყენების პირობები






