ბრაჰიმ აბდესლამი, 13 ნოემბრის პარიზის თავდასხმების ორგანიზატორის სალეჰ აბდესლამის ძმაა. პოლიციამ მას ტელეფონი ჯერ კიდევ პარიზის თავდასხმებამდე ცხრა თვით ადრე, 2015 წლის თებერვალში ჩამოართვა. მაშინ ბრაჰიმი ნარკომოვაჭრეების წინააღმდეგ ჩაატრებული სპეცოპერაციის ფარგლებში დააკავეს.
მოგვიანებით პოლიციამ აღიარა, რომ საქმეში მნიშვნელოვანი სამხილი დაიკარგა, თუმცა პოლიციის განცხადებით, ამას გამოძიებაზე გავლენა არ მოუხდენია, რადგან გამომძიებლებმა ტელეფონიდან ინფორმაციას გადაწერა მოასწრეს.
2015 წლის 13 ნოემბრის პარასკევს, საფრანგეთის დედაქალაქში ერთდროულად 6 ტერაქტი მოხდა. შეიარაღებული პირები საკონცერტო დარბაზს, სტადიონსა და რესტორნებს დაესხნენ თავს, რასაც 137 ადამიანი ემსხვერპლა, 368 - კი დაშავდა.
ტერაქტებზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
მასალის გამოყენების პირობები






