რუსეთმა ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირებაზე უარი განაცხადა
მსოფლიო - 15:15, 16 Nov, 2016     3432
რუსეთის პრეზიდენტმა ვლაიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირებაზე უარი განაცახადა.


შესაბამისი დოკუმენტი სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნდა.

„მიღებულ იქნას რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს წინადადება, რომელიც შეთანხმებულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტროსა და სხვა დაინტერესებულ აღმსასრულებელ ორგანოებთან, რომ რუსეთი არ გახდეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის მონაწილე“ - ნათქვამია განკარგულებაში.

ვლადიმირ პუტინმა ბრძანება გასცა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შესაბამისი შეტყობინება გაერო-ს გენერალურ მდივანს გაუგზავნოს.

რომის სტატუტი არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდება, რომელიც გაეროს ეგიდით 1998 წლის 17 ივლისს მიიღეს. ის ძალაში 2002 წლის 1 ივლისიდან შევიდა. რუსეთმა რომის სტატუსს ხელი 2000 წელს მოაწერა, თუმცა მისი რატიფიცირება არ მოუხდებია. რუსეთ

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის თებერვალში, რუსეთის იუსტიციის სამინიტრომ განაცხადა, რუსეთი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამრთლოს მიერ აგვისტოს ომის გამოძიებაში მონაწილეობას არ მიიღებს. როგორც უწყების პრეს-სამსახურში განმარტეს, რომ რუსეთს არ აქვს რატიფიცირებული რომის სტატუსი, რომლითაც სასამართლოს საქმიანობა რეგულირდება, ამიტომაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულის გამოძიებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42