მისი თქმით, მურსისთვის სიკვდილით დასჯის გაუქმება საკმარისი არ არის და მისი გათავისუფლებაა საჭირო.
„სასიკვდილო განაჩენის გაუქმება - ეს ძალიან დიდი ნაბიჯი არ რაის,
ეს ხალხი (მისი მხარდამჭერები) უკვე სამი წელია ციხეში იმყოფებიან, გაუგებარია რა პირობებში. რა მოხდება ამის შემდეგ? ამბობენ, რომ სამუდამო პატიმრობაა. საჭიროა მხოლოდ ერთი ნაბიჯი - მათი დაუყოვნებლივი გათავისუფლება და არავინ უნდა განიხილოს ეს, როგორც ეგვიპტეს შიდა საქმეებში ჩარევა. ფაქტია, რომ მურსი გადააყენეს გადატრიალების გზით, ჩვენ ამას არ ვაღიარებთ, როგორც დემოკრატიულ მიდგომას“ - განაცხადა ერდოღანმა ანკრაში პრესკონფერენციაზე.
ეგვიპტის სასამართლომ ქვეყნის ექსპრეზიდენტ მუჰამედ მურსის სასიკვდილო განაჩენი სამუდამო პატიმრობით შეუცვალა. მას 2013 წლის ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლების დროს ოპოზიციონერებისა და დემონსტრანტების მკვლელობა ედება ბრალად. გარდა ამისა, ქაიროს სასამართლომ "ძმები მუსლიმანების" სამ ლიდერს სახელმწიფო ღალატისა და ჯაშუშობის ბრალდებით სიკდილით დასჯა მიუსაჯა.
მურსი 2013 წლის ივლისში გადააყენეს. იგი პირველი დემოკრატიული გზით არჩეული პრეზიდენტი იყომუჰამედ მურსის გადაყენების შემდეგ, ხელისუფლებაში მოსულმა მთავრობამ, ექსპრეზიდენტის რამდენიმე მომხრე 2013 წლის შეტაკებების პროვოცირებისთვის სიკვდილით დასაჯა.
მასალის გამოყენების პირობები






