საპარტნიორო ფონდი „სტარტაპ საქართველოს“ კონკურსის აპლიკანტებისთვის ღია კარის დღეს აცხადებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:36, 16 Nov, 2016     1543
საპარტნიორო ფონდი „სტარტაპ საქართველოს“ კონკურსის აპლიკანტებისთვის ღია კარის დღეს აცხადებს.

მათ, ვისაც აქვს ინოვაციური ბიზნეს იდეა და სურს მისი განხორციელება „სტარტაპ საქართველოსთან“ ერთად, 21 ნოემბერს, ორშაბათს, 18 საათზე, ტექნოლოგიურ პარკში პროგრამის კოორდინატორები გააცნობენ კონკურსში მონაწილეობის წესებსა და პირობებს და უპასუხებენ დასმულ შეკითხვებს.

საპარტნიორო ფონდი „სტარტაპ საქართველოს" პროგრამის ინოვაციურ კომპონენტში ბიზნეს პროექტებისა და აპლიკაციების მიღებას განაგრძობს. განაცხადის ფორმა, შევსების წესი და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ინტერნეტ გვერდზე www.startup.gov.ge. დამატებითი ინფორმაციისთვის მუშაობს ცხელი ხაზი: 2 30 59 15.

15 დეკემბრამდე მიღებული განაცხადების განხილვის პროცესი და გამარჯვებულების გამოვლენა წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტში გამარჯვებული ბიზნეს პროექტები კონკურსის წესით შეირჩევა.

„სტარტაპ საქართველოს“ ინოვაციური კომპონენტის პირველ კონკურსში 36-მა ბიზნეს პროექტმა გაიმარჯვა

პროგრამის მონაწილე შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქე ნებისმიერი პირი, ან პირთა ჯგუფი, ვისაც აქვს სიახლეზე ორიენტირებული და პერსპექტიული ბიზნეს იდეა.

საპარტნიორო ფონდის შვილობილი, შპს “სტარტაპ საქართველო“ თითოეულ გამარჯვებულ იდეის ავტორთან ერთად დააფუძნებს ახალ კომპანიას (სტარტაპს), რომელშიც კაპიტალის სახით შეიტანს 15 000 ლარიდან 100 000 ლარამდე, ხოლო განმცხადებელს თანამონაწილეობის სახით, მხოლოდ პროექტის ჯამური ფულადი ბიუჯეტის 10%-ის მოეთხოვება, ხოლო მისი ბიზნეს იდეა ავტომატურად შეფასდება, როგორც ერთობლივი კომპანიის კაპიტალში 45%-იანი შენატანი. შესაბამისად, 10%-ანი თანამონაწილეობის პირობებში პროგრამის ბენეფიციარი ხდება 50,5%-იანი ან მეტი წილის მფლობელი ახალ კომპანიაში, ამასთან, შემდგომში მას მიეცემა შესაძლებლობა გამოისყიდოს ფონდის წილი წინასწარ შეთანმხებულ პირობებით, ან მოიძიოს სხვა ინვესტორები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42