ამის შესახებ მაკკეინის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„აშშ-ში გარდამავალი პერიოდის დროს, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მას სურს აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესება.
ჩვენ ისე უნდა ვენდოთ ასეთ განცხადებებს, როგორც საბჭოთა კგბ-ს ყოფილი აგენტის მიერ გაკეთებულ ნებისმიერ სხვა განცხადებას, რომელმაც თავისი ქვეყანა ტირანიაში ჩაძირა, ფიზიკურად გაანადგურა თავისი პოლიტიკური ოპონენტები, შეიჭრა მეზობელ ქვეყნებში, დაემუქრა აშშ-ის მოკავშირეებს და შეეცადა ჩაეშალა არჩევნები აშშ-ში“ - განაცხადა სენატორმა.
აღსანიშნავია, რომ პუტინი-ტრამპის სატელეფონო საუბრის შემდეგ , ტრამპის ოფისმა განაცხადა, ისინი შეთანხმდნენ, რომ აშშ-რუსეთის ურთიერთობები „არადამაკმაყოფილებელია“ , ისინი კი მის საუმჯობესებლად ერთად მუშაობაზე შეთანხმდნენ.
თავის განცხადებაში მაკკეინმა ასევე აღნიშნა, რომ სირიაში მასტაბური დაბომბვები განახლდა.
„ობამას ადმინისტრაციის ბოლო მცდელობამ, რუსეთთან ურთიერთობები გადაეტვირთა, გამოიწვია პუტინის შეჭრა უკრაინაში და სამხედრო ინტერვენცია ახლო აღმოსავლეთში. ხოლო კიდევ ერთი გადატვირთვის ფასი იქნება პუტინისა და ასადის მიერ სირიელი ხალხის ხოცვა-ჟლეტაში თანამონაწილეობა.
ეს მიუღებელია. ამერიკა ყოველთვის ედგა გვერდში მათ, ვინც ტირანიას ებრძოდა. ჩვენ დღესაც მსგავს პოზიციაზე უნდა ვიდგეთ“ - აცხადებს მაკკეინი.
მასალის გამოყენების პირობები






