სააგენტოს ინფორმაციით, გალის რაიონის სოფელ ბარღებში შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა, შედეგად ქურდული სამყაროს ადგილობრივი წევრი, ბეჟან ლემონჯავა მძიმედ დაიჭრა. დაზარალებული სოხუმის მთავარ საავადმყოფოში გადაიყვანეს და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარეს, ლემონჯავა რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
"სმო.ჯი" დაპირისპირების სავარაუდო მიზეზებსაც ასახელებს და საუბრობს იმ პირებზე, რომლებიც აღნიშნულ კონფლიქტში მონაწილეობდნენ. ფიქსირდება ქვემო ბარღების ე.წ "კანონიერი ქურდი" ფირუზ მიქავა და ამავე სოფლის გამგებელი, რაულ ამიჩბა. ლემონჯავას სწორედ ამიჩბამ ესროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან და შემთხვევის ადგილიდან გაუჩინარდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლემონჯავა 29 აპრილს, გალის რაიონის სოფელ ბარღებში, რომან აკობიას წამებით მკვლელობაში იღებდა მონაწილეობას.
მასალის გამოყენების პირობები






