”Elite Model Look Georgia 2016”-ის გამარჯვებულები 33-ე მსოფლიო ფინალზე მიემგზავრებიან
შოუ ბიზნესი - 20:41, 15 Nov, 2016     3416

”Elite Model Look Georgia 2016”-ის გამარჯვებულები ბეატრის კლიმენკო და დანიილ ზოლოტარიოვი მიემგზავრებიან საერთაშორისო სამოდელო კონკურსის ელიტ მოდელ ლუქის 33-ე მსოფლიო ფინალზე Elite Model Look World Final 2016.

ელიტის პროფესიონალ გუნდთან ერთად მსოფლიოს საუკეთესო დამწყები მოდელები ერთი კვირის განმავლობაში მოემზადებიან დასკვნითი ღონისძიებისთვის, რომელიც გაიმართება 16-დან 23 ნოემბრის ჩათვლით პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში.

წელს პირველად მოხდება Elite Model Look-ის ტრანსლაცია პირდაპირ ეთერში. ყოველდღიურად Facebook-ის გვერდის და პროექტის ვებ გვერდის www.elitemodellook.com მეშვეობით გაიმართება პირდაპირი ჩართვები და განთავსდება ყოველდღიური ვიდეოები მოდელების მოსამზადებელი ეტაპიდან და გრანდიოზული ფინალური შოუდან, რომელიც გაიმარეთება 3000 მაყურებლიან Campo Pequeno-ს არენაზე.

წელს პირველად მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით, გამოვლინდება ხალხის რჩეული.

კონკურსის წარმომადგენლობითი ჟიური გამოავლენ გოგონებს შორის ტოპ-10-ულს და ვაჟებს შორის კი ტოპ-5-ულს, რომლებიც მიიღებენ ორ წლიან საგარანტიო კონტრაქტებს Elite Model Management-თან.

გამარჯვებული გოგონა მიიღებს 150000 € ხოლო გამარჯვებული ვაჟი კი მიიღებს

50 000 € ღირებულების საგარანტიო სამოდელო კონტრაქტს.

გოგონების ტოპ-10 და ვაჟების ტოპ-5 მიიღებენ შესაბამისად 50.000 € და 20.000 € საგარანტიო კონტრაქტებს და გააგრძელებენ საერთაშორისო სამოდელო კარიერას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

საქაეღთველოს კონკურსანტების მხარდაჭერა შესაძლებელია საერთაშორისო პროექტის ახალ ვებ გვერდზე http://www.elitemodellook.com და პროექტის ოფიაციალურ ფეისბუქის გვერდზე https://www.facebook.com/EliteModelLookGeorgia/

“Elite Model Look Georgia ”, ყოველწლიურად წარმატებით ტარდება საქართველოში კომპანია Elite-ოფიციალური წარმომადგენელის ქალბატონი ია კიწმარიშვილის და სამოდელო სააგენტო “IC Model Management”-ის მიერ და მიზნად ისახავს გოგონებსა და ვაჟებს შორის ახალი სახეების აღმოჩენას და მათ საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანას.

“Elite Model Look”-ის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი აძლევს საშუალებას დამწყებ მოდელებს უმოკლესი გზით მიაღწიონ წარმატებას, გახდნენ პროფესიონალები და დაიწყონ წარმატებული საერთაშორისო სამოდელო კარიერა. ყოვლწლიურად 70 ქვეყნის 800 ქალაქიდან კონკურსში 350 000 გოგონა იღებს მონაწილეობას. მსოფლიო ფინალიზე გამარჯვებულებს ელით სამოდელო კონტრაქტი საერთაშორისო სააგენტო “Elite Model Management”-თან და 730 000 ევროს საპრიზო ფონდი.

“Elite Model Look Georgia” აძლევს ახალგაზრდებს უნიკალური შესაძლებლობას გახდნენ მსოფლიო მოვლენის მონაწილე და დაიკავონ საპატიო ადგილი მსოფლიოში აღიარებულ ისეთ ტოპ მოდელთა შორის, როგორებიც არიან: ლინდა ევენჯელისტა, სინდი კროუფორდი, კლაუდია შიფერი, ჟიზელ ბუნდჰენი, ნაომი კემპბელი, ალესანდრა ამბროსიო, ადრიანა ლიმა და სხვები.

კონკურსის “Elite Model Look Georgia 2017” მონაწილეთა უფასო რეგისტრაცია მიმდინარეობს წლის განამვლობაში სამოდელო სააგენტო “IC Model Management”-ის ოფისში, ნიკო ნიკოლაძის N6-ში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42