გალეოტის აზრით, აშშ-ს პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევამ კრემლს ყველაზე საყვარელი ინსტრუმენტი - დასავლეთისთვის „ჯოხის დაუსჯელად ჩხიკინი“ გამოაცალა ხელიდან. ამ დასკვნის საფუძვლად იგი ტრამპის აბსოლუტური არაპროგნოზირებადი ხასიათს მიიჩნევს. ამასთან, ექსპერტს მიაჩნია, რომ ტრამპი მზადაა ნებისმიერი წესები დაარღვიოს და ყველა სახით დაიცვას ძალაუფლების მქონე ადამიანის იმიჯი და არ მოითმენს მის წინააღმდეგ შეურაცმყოფელ გამოხტომებს, რითიც ობამა არ გამოირჩეოდა.
ანალიტიკოსი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ბარაკ ობამას მმართველობის მანძილზე კრემლი არაერთი პროვოკაცია განუხორციელებია სწორედ იმის გამო, რომ პუტინი არ იღებდა ადეკვატურ პასუხს პროგნოზირებადი ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკური ლიდერებისგან.
„პუტინის ბრძანებით რუსებმა მოახდინეს შვედეთზე თავდასხმის იმიტირება, მათმა თვითმფრინავებმა სახიფათო მანძილზე გადაუფრინეს ამერიკულ სამხედრო ხომალდებს, ესტონეთის საზღვარზე განახორციელეს რეიდი-მოტაცება, არაერთხელ მოუხდენიათ დასავლეთის „დატროლვა“, რათა შეემოწმებინათ მათი რეაქცია. რუსეთის პოლიტიკურმა ნებამ და შესაძლებლობამ დაერღვია საგარეოპოლიტიკური თამაშის ყველა წესი, რის საპასუხოდაც ვაშინგტონს არანაირი საფუძვლიანი რეაქცია არ ჰგონია. ამით მოსკოვი იმედოვნებდა, რომ ვაშინგტონის უმოქმედობით ევროპა დაიწყებდა ნერვიულობას, რასაც მისი გაყოფა მოჰყვებოდა შედეგად,“ - ნათქვამია სტატიაში.
გალეოტი წერს, რომ ამიერიდან პუტინს აღარ უნდა ჰქონდეს ამერიკული თავშეკავებულობისა და დიპლომატიური ნორმების, ეტიკეტისა და ქმედებების იმედი.
„მოდით არ დავივიწყოთ ის ფაქტი, რომ ამერიკის არჩეული პრეზიდენტი აპირებს ჩამოაგდოს რუსული თვითმფრინავები, თუ ისინი ამერიკულ სამხედრო ხომალდებთან და ავიაციასთან ახლოს აღმოჩნდებიან,“ - წერს ანალიტიკოსი და ხაზს უსვამს იმ ფაქტსაც, რომ თუ მხარეები ვერ მოილაპარაკებენ, პუტინის „გეოპოლიტიკური ტროლინგი“ მის საწინააღმდეგოდ შემობრუნდება.
„რა მოხდება, თუ ამერიკული ხომალდები ყირიმის ნაპირებთან ახლოს აღმოჩნდებიან, ან თუ სირიაში თვითმფრინავებს ამერიკული სამხედრო-საჰაერო ძალები ამიოიღებენ მიზანში? ამ შემთხვევაში, შესაძლო შედეგებზე უკვე რუსებს მოუწევთ მკითხაობა და არა ამერიკელებს, როგორც ეს ადრე ხდებოდა,“ - წერს ავტორი.
გალეოტი პესიმისტურად არც ტრამპის ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის თაობაზე წინასსაარჩევნო რიტორიკას აფასებს.
„ბლოკის წევრების მიმართ ტრამპის ღია გაფრთხილება, რომ ისინი არ უნდა იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც უსაფრთხოების გარანტის იმედად, გამოიწვევს ევროპელების მხრიდან საკუთარ ქვეყნებში სამხედრო ხარჯების გაზრდასა და ევროკავშირის უსაფრთხოების სისტემის გაძლიერებას. აღსანიშნავია, რომ მოსკოვის აზიური უსაფრთხოების ხედვას სრულიად არღვევს ტრამპის ვარაუდი იმის თაობაზე, რომ იაპონიამ და სამხრეთ კორეამ, როგორც რუსეთის მეზობლებმა აღმოსავლეთით, საკუთარი ატომური არსენალი უნდა შექმნან,“ - აცხადებს გალეოტი და თვლის, რომ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შეზღუდვის მიუხედავად, ეს განცხადება წყნარი ოკენის აუზის ქვეყნებს გადაიარაღების სტიმულ აძლევს, რის გამოც მოსკოვს დამატებითი ხარჯების გაღება მოუწევს.
რა მოხდება, თუ ტრამპი გადაწყვეტს, რომ პუტინი მისი მოწინააღმდეგეა, ან უარესი - მისთვის საფრთხეს წარმოადგენს?გალეოტი არ გამორიცხავს, რომ ამ შემთხვევაში შესაძლოა პუტინმა ლიბიის დიქტატორის ბედი გაიზიაროს. იგი მუამარ კადაფისტან მიმართებაში ტრამპის ადრეულ ფრაზას იხსენებს: „ქირურგიული გასროლა და ის თქვენია“, - განაცხადა თავის დროზე ტრამპმა, რითიც ყველას ცხადად დაანახა ის ფაქტი, რომ მას ურჩევნია ლიდერის წერტილოვანი ლიკვიდაცია მოახდინოს, ვუიდრე მისი ქვეყნის წინააღმდეგ სამხედრო კამპანია განახორციელოს.
„ტრამპი მტრედი არ არის, მის მიერ გამოთქმული კრიტიკა ერაყსა და ავღანეთში გაჭიანურებული სამხედრო მოქმედებების თაობაზე, მიმართულია არა ამ ომების, არამედ ამერიკის „დელიკატური“ ტაქტიკისა („ჩვენ ვაწარმოებთ ძალიან პოლიტკორექტულ ომს“) და მათი წარმოების შედეგად მიღებული მცირე ეკონომიკური მოგების წინააღმდეგ,“ - წერს ავტორი და საზოგადოებას იმ ფაქტს ახსენებს, რომ ლიბიასა და ერაყში ჯარების განთავსების შემდეგ ამერიკელებმა ნავთობსაბადოების გარკვეულ ნაწილზე წვდომა მოიპოვეს.
ავტორს აქვე მოჰყავს ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი თანამშრომლის განცხადება იმის თაობაზე, რომ „ჩვენ (ამერიკელებს) შეგვეძლო და ახლაც შეგვიძლია დიდი ზიანი მივაყენოთ რუსეთის, მაგრამ არ გავაკეთებთ ამას, სანამ არ გავარკვევთ, თუ რა მოხდება ამის შემდეგ.“
გალეოტი ვარაუდობს, რომ ტრამპმა, როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა, შეიძლება განახორციელოს მთელი რიგი ზომები პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ. კერძოდ რუსეთში მოქმედი დისიდენტური მოძრაობების ფარული დაფინანსება, რუსი ჩინოვნიკური აპარატის უფრო ფართო წრისთვის საბანკო აქტივების გაყონვა, კიბერშეტევები და კრემლის ელიტის შეთქმულების მხარდაჭერა, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტს დიდ პრობლემებს შეუქმნის.
„თუ ტრამპის გამონათქვამი „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ მართლაც წარმოადგენს მის მიზანს, მაშინ მისი გარიგების ხელოვნებიდან გამომდინარე, ტრამპისთვის უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს ჩინეთთან დამეგობრება, ვიდრე გაღატაკებულ და იზოლირებულ რუსეთთან. პეკინი დიდ იმედებს ამყარებს ტრამპზე, მის ბიზნეს-ეკონომიკურ მიდგომებზე, რადგან ეშინია მისი მუქარის საბაჟო ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით,“ - წერს გალეოტი. იგი აღნიშნავს, რომ აშშ-სთან ნორმალური სავაჭრო ურთიერთობის შენარჩუნების მიზნით, რომელიც 659 მილიარდი დოლარის მოცულობისაა, პეკინი ადვილად დახუჭავს თვალს ტრამპის ინტერესების განხორციელებაზე სამხრეთ ჩინეთის ზღვის აუზში.
„ეს კრემლის ყველაზე დიდი კოშმარი იქნება. კრემლმა მხოლოდ ახლახანს გააცნობიერა, რომ პეკინი არც მეგობარია და არც კლიენტი, იგი დიდი მოთამაშეა და ტრამპის პრეზიდენტობამ შესაძლოა პუტინი „დიდი ბიჭების კლუბის კარების“ მიღმა დატოვოს,“ - დასძენს გალეოტი.
„რუსეთი დღეს იმყოფება იმ პრეზიდენტის პირისპირ, რომელიც არ თამაშობს წესების მიხედვით, ტკბება საკუთარი არაპროგნოზირებულობით, მზად არის აზარტული თამაშისათვის და... აგრესიულად დაიცავს „მოქმედებისა და დიდი ძალაუფლების ადამიანის“ იმიჯს. პუტინს მოუწევს ოთხი წელი იმავე შეგრძნებებით გაატაროს, რა შეგრძნებებიც ჰქონდა ადრე დასავლეთს მის მიმარეთ,“ - ასკვნის მარკ გალეოტი.
მასალის გამოყენების პირობები






