დიმიტრი ქუმსიშვილი OPIC-ის მმართველ დირექტორს ქენეთ ენჯელს შეხვდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:00, 15 Nov, 2016     1375
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო კერძო საინვესტიციო კორპორაციის (OPIC) მმართველ დირექტორს, ქენეთ ენჯელს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ამერიკულ მხარეს მადლობა გადაუხადა ყველა იმ წარმატებული პროექტისათვის, რომლებიც OPIC-ის დახმარებით განხორციელდა საქართველოში.

აღინიშნა, რომ OPIC-ის დელეგაციის საქართველოში ვიზიტი ორი პროექტის დამტკიცებას ემსახურება, რომლებზეც მიმდინარეობს ამერიკულ კორპორაციასთან აქტიური მოლაპარაკებები.

საუბარია ქ. თბილისში, 120 საწოლზე გათვლილი დედათა და ბავშვთა ამერიკული სამედიცინო ცენტრის გახსნაზე, რომელიც ამერიკული სტანდარტებით აშენდება და მოემსახურება პაციენტებს. გათვალისწინებულია, რომ თბილისში მდებარე ცენტრი გახდება რეგიონული მნიშვნელობის ჰაბი და მოემსახურება პაციენტებს არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ მეზობელი ქვეყნებიდან. აღნიშნული პროექტის ჯამური ღირებულება 27 მილიონი აშშ დოლარია, საიდანაც OPIC-ის თანამონაწილეობა 17 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ეს იქნება პირველი პედიატრიული საავადმყოფო ქვეყანაში , რომელიც ფლობს JCI აკრედიტაციას.

მეორე პროექტი ითვალისწინებს ქალაქ ფოთში შპს „პეის ტერმინალის“ ტერიტორიისა და ახალი ნავსადგურის აკვატორიის ფარგლებში ნავმისადგომის კომპლექსის მშენებლობას. აღნიშნული პროექტის ჯამური ღირებულება 100.5 მილიონი აშშ დოლარია, OPIC-ის თანამონაწილეობა კი 50 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს 100-მდე დასაქმებულს მშენებლობის პროცესში და 90 -მდე ახალი მუდმივი სამუშაო ადგილის შექმნას პორტის გახსნის შემდეგ.

დიმიტრი ქუმსიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალი თანამშრომლობა კორპორაციასთან ასევე წარმატებული და ორმხრივად ნაყოფიერი იქნება.


OPIC
-ის საქმიანობა საქართველოში

საერთაშორისო კერძო საინვესტიციო კორპორაცია (OPIC) არის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც დაარსდა 1971 წელს. OPIC თანამშრომლობს აშშ–ის კერძო სექტორთან და მას განვითარებად ბაზრებზე შესვლაში ეხმარება, რითაც ხელს უწყობს კერძო სექტორის შემოსავლების ზრდას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკურ განვითარებას როგორც აშშ-ში, ასევე საზღვარგარეთ.

საერთაშორისო კერძო საინვესტიციო კორპორაცია (OPIC) 1993 წლიდან ახორციელებს ინვესტიციებს საქართველოში. OPIC მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოში სხვადასხვა ეკონომიკური სექტორის განვითარებაში, როგორებიცაა: საფინანსო სექტორი, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, წარმოება, განათლება, სამთომრეწველობა და უძრავი ქონების სექტორი. ასევე OPIC ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის წვდომას დაფინანსების წყაროზე.

1993 წლიდან დღემდე კორპორაციამ საქართველოში განახორციელა 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია 50-ზე მეტ პროექტში სხვადასხვა მიმართულებით. დღესდღეობით OPIC ჩართულია 20-ზე მეტ აქტიურ პროექტში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42