„გირჩის“ პოზიცია ონლაინ-სესხებისა და მიკროსაფინანსო კომპანიების აკრძალვა/რეგულირებასთან დაკავშირებით
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:11, 15 Nov, 2016     1954
ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩი" ონლაინ-სესხებისა და მიკროსაფინანსო კომპანიების აკრძალვა/რეგულირებასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას აქვეყნებს. აპც "გირჩის" შეფასებით ეს არის ნებაყოფლობითი ეკონომიკური ხასიათის ურთიერთობა და ასეთ ურთიერთობაში ჩარევას ყოველთვის ნეგატივი უფრო მეტი მოაქვს, ვიდრე პოზიტივი. გამოსავალს კი მეტ თავისუფლებაში, ეკონომიკის სწრაფ განვითარებაში, სამუშაო ადგილების ზრდასა და მოქალაქეთა შემოსავლებისა და გადახდისუნარიანობის ზრდაში ხედავს:

"ბოლო პერიოდში კვლავ გააქტიურდა დისკუსია ონლაინ-სესხებისა და მიკროსაფინანსო კომპანიების, როგორც ბიზნესის აკრძალვა/რეგულირებასთან დაკავშირებით.

არსებობს მოქალაქეების ნაწილი, რომლებიც თავს გრძნობენ „ამ ბიზნესების მხრიდან დაზარალებულებად“. სავარაუდოდ, „იპოთეკით დაზარალებულთან“ ერთად მალე გაჩნდება ახალი ტერმინები - „ონლაინ-სესხით დაზარალებული“ და „მიკროსაფინანსოთი დაზარალებული“.

ხელისუფლების მხრიდან რამდენჯერმე გაჟღერდა იდეა, რომ უნდა მოხდეს ასეთი ტიპის ბიზნესების დარეგულირება, რისი უკიდურესი ფორმა შეიძლება იყოს მათი საქმიანობის სრული აკრძალვა.

ზოგიერთი პოლიტიკური პარტია, ტრადიციულად, ცდილობს მოსახლეობის ამ გაბრაზებული ნაწილის რუპორად იქცეს და გადავარდნილია აღვირახსნილ პოპულიზმში, ხოლო მეორე ნაწილი, ასევე ტრადიციისამებრ, დუმილის უფლებას იყენებს და ცდილობს არ დააფიქსიროს არაპოპულარული პოზიცია.

„გირჩის“ პოზიცია არის შემდეგი:

ნებისმიერ საზოგადოებაში არსებობენ მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ ფული (დაგროვილი რესურსი), მაგრამ ეს ფული დღეს (უახლოეს მომავალში) დასახარჯად არ სჭირდებათ. ასევე არიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ ფული, მაგრამ ესაჭიროებათ დღესვე დასახარჯად (სჭირდებათ ოპერაციის გაკეთება, შვილის განათლების დაფინანსება, საკვების ყიდვა თუ სხვ.).

ფინანსური ინსტიტუტები ასრულებენ შუამავლის როლს ასეთ ადამიანებს შორის - გარკვეული სარგებლის (პროცენტის) სანაცვლოდ ართმევენ ფულს მათ, ვისაც არ სჭირდება ფული დღესვე (უახლოეს მომავალში) დასახარჯად და გარკვეული საფასურის (პროცენტის) სანაცვლოდ აძლევენ მათ, ვისაც ესაჭიროება ფული დღესვე (უახლოეს მომავალში) დასახარჯად. ამით ფინანსური ინსტიტუტები ასრულებენ მნიშვნელოვან ეკონომიკურ ფუნქციას.

გინახავთ ადამიანი, რომელიც უბედურად გრძნობდეს თავს იმის გამო, რომ რომელიმე ფინანსურმა ინსტიტუტმა (ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ონლაინ-სესხების კომპანია) მას ეს-ესაა კრედიტი დაუმტკიცა? არა, ასეთი ადამიანის პოვნა გასაკვირიც იქნებოდა, ვინაიდან კრედიტის დამტკიცება ყოველთვის ნიშნავს შენი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ამ ინსტიტუციების აკრძალვის მოთხოვნა რეალურად ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მოვთხოვოთ, უარი გვითხრას საკუთარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

განსხვავება, ერთი მხრივ, ბანკებსა და მეორე მხრივ, მიკროსაფინანსო ან ონლაინ-სესხების კომპანიებს შორის მხოლოდ ისაა, რომ არსებობს მოქალაქეთა ნაწილი, რომელიც ვერ ახერხებს დაუმტკიცოს ბანკებს, რომ მათთვის ფულის ნდობა შეიძლება (მათ არ აქვთ მუდმივი, სტაბილური შემოსავალი ან უძრავი ქონება, რომელსაც იპოთეკაში ჩადებდნენ), ანუ ეს არის მოქალაქეების რისკიანი სეგმენტი, რომელთაც ბანკები კრედიტის გაცემაზე უარს ეუბნებიან, შესაბამისად ეს ადამიანები აკითხავენ მიკროსაფინანსო ან ონლაინ-სესხების კომპანიებს.

ადამიანები მიმართავენ მიკროსაფინანსო და ონლაინ-სესხების კომპანიებს არა იმიტომ, რომ არ იციან ან ვერ ხვდებიან, რომ ასეთი ტიპის სესხებზე საპროცენტო განაკვეთი უფრო მაღალია, არამედ იმის გამო, რომ მათთვის დღეს ამ ფულის მიღება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის ვალდებულება, რისი გადახდაც მომავალში მოუწევთ. (წარმოვიდგინოთ, რა ფასი აქვს ფულს, თუ თქვენი ოჯახის წევრს სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება და თქვენ ფულის შოვნის სხვა საშუალება იმ მომენტში არ გაგაჩნიათ).

ე.წ. „იპოთეკით დაზარალებულთა“ პრობლემის მნიშვნელოვანი ნაწილი წარმოიშვა პოპულისტ პოლიტიკოსთა წაქეზებით, რომლებიც სხვადასხვა დროს პირდებოდნენ მოქალაქეებს აღებული კრედიტების გასტუმრებას, უფასო ფულს და ა.შ., რითაც ცრუ იმედებს აძლევდნენ მოსახლეობას და ახალისებდნენ ისეთი უშინაარსო და ზიზღის შემცველ სიტყვათა კომბინაციების დამკვიდრებას, როგორიცაა „მევახშეებისგან დაზარალებული იპოთეკარი“ (აქ შინაარსობრივი შეცდომაცაა, ვინაიდან „იპოთეკარი“ კრედიტორს ნიშნავს და არა მოვალეს).

რა მოხდება თუ სახელმწიფო ჩაერევა ამ ბაზარზე და დააწესებს რეგულაციებს?

. ფინანსური ინსტიტუტების ერთი ნაწილი ვეღარ შეძლებს ფუნქციონირებას როგორც ბიზნესი და გაქრება, ანუ თქვენ მომავალში გექნებათ უფრო ნაკლები არჩევანი.

· ფინანსური ინსტიტუტების მეორე ნაწილს მოუწევს რეგულაციებით გამოწვეული ხარჯების გათვალისწინება (რაც, მათ შორის, კლიენტურის შემცირებაშიც შეიძლება გამოიხატოს) და ამ ხარჯების ასახვა საპროცენტო განაკვეთში - ანუ, საპროცენტო განაკვეთი კიდევ უფრო მოიმატებს.

· ადამიანების დიდი ნაწილი, რომელთაც დღეს სჭირდებათ ფული, ვეღარ შეძლებენ ფულის ლეგალურად, სწრაფად სესხებას (შესაბამისად ოპერაციის, შვილის სწავლის ან ნებისმიერი სხვა საჭიროების, თუნდაც სულელურის, დაფინანსებას).

· ასეთი ტიპის ფინანსური ოპერაციების (როდესაც ერთი ადამიანი ასესხებს, ხოლო მეორე სესხულობს) ნაწილი გავა ლეგალური ეკონომიკის გარეთ - ე.წ. შავ ბაზარზე (მაგალითად, სესხის ხელშეკრულება ოფიციალურად დაიდება 6000 ლარზე, მაშინ როდესაც მსესხებელი რეალურად ხელზე 5000 ლარს მიიღებს).

· იმის გამო, რომ ასეთი ოპერაციების ნაწილი გახდება არალეგალური, არ იარსებებს გამსესხებლის მხრიდან სესხის უკან დასაბრუნებლად მსესხებელზე ზემოქმედების ლეგალური გზა. შესაბამისად, ამ ბაზარზე ბუნებრივად შევა კრიმინალი (სხვა სიტყვებით - დავბრუნდებით 90-იანებში)

სახელმწიფო რეგულირების საქმე არ არის ორ ადამიანს შორის ნებაყოფლობითი ეკონომიკური ხასიათის ურთიერთობა და ასეთ ურთიერთობაში ჩარევას ყოველთვის ნეგატივი უფრო მეტი მოაქვს, ვიდრე პოზიტივი.

გამოსავალი არის არა ადამიანების დაცვა საკუთარი ნებაყოფლობითი ქმედებებისგან, არამედ მეტი თავისუფლება, ეკონომიკის სწრაფი განვითარება, სამუშაო ადგილების ზრდა, მოქალაქეთა შემოსავლებისა და გადახდისუნარიანობის ზრდა."- ნათქვამია გირჩის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42