რუსეთი ნატო-საქართველოს სამხედრო სწავლებაში სერიოზულ საფრთხეს ხედავს - რუსეთის საგარეო უწყება
მსოფლიო - 13:23, 15 Nov, 2016     3332
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატო-საქართველოს სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ოფიციალური მოსკოვის პოზიციით, სამხედრო სწავლება საფრთხეს უქმნის რეგიონში სტაბილურობასა და მშიდობას. აღნიშნული განცხადება, საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა.


„ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ ნატო-საქართველოს მორიგ სამხედრო წვრთნებზე, რომელშიც მონაწილეობას იღებს 250-ზე მეტი სამხედრო 13 ქვეყნიდან. წელს ეს უკვე მესამე სამხედრო წვრთნა, რომელშიც რამდენიმე ქვეყანა მონაწილეობს და რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ტარდება - Noble Partner-ისა და Agile Spirit-ის შემდეგ. ადგილი აქვს საქართველოს შეიარაღებული ძალების ოპერატიულ მომზადებას ნატოს სტანდარტებით, რომელშიც ალიანსის სამეთაურო-საშტაბო სტრუქტურები აქტიურად არიან ჩართულები.

რუსეთი აღნიშნულ აქტიურობაში ხედავს სერიოზულ საფრთხეს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობისთვის. შეშფოთება არაერთხელ გამოუთქვამს საქართველოს სხვა მეზობლებსაც - აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს. ჩვენ ყველას გვახსოვს, თუ დაპირებამ ნატოს წევრობაზე ბუქარესტის სამიტზე როგორ უბიძგა საქართველოს დანაშაულებრივი თავდასხმისკენ რუსეთის სამშვიდობო ძალებზე და ცხინვალის მშვიდობიან მოსახლეობაზე 2008 წლის აგვისტოში.

ნატო-ში არ მალავენ, რომ ამჟამინდელი სამხედრო პარტნიორობა თბილისთან განიხილება როგორც რუსეთის „შეკავების“ პოლიტიკის ნაწილი. ის როლი, რომელსაც საქართველო ამ კონტექტსში თამაშობს, ართულებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესების პროცესს“ - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42