"მაქვს თუ არა ეჭვები? რა თქმა უნდა მე მაქვს ჩემი ეჭვები. ჩვენ აზრთა სხვადასხვაობა გვაქვს მთელ რიგ საკითხებზე. თუმცა ფედერალური მთავრობა და ჩვენი დემოკრატია ეს ძრავიანი ნავი არ არის, არამედ საკრუზიო ლაინერია" - განაცხადა ობამამ პრესკონფერენციზე, რომელიც ტრამპის გამარჯვების შემდეგ თეთრ სახლში პირველად გამართა.
ამასთნავე, ობამამ ტრამპს საზოგადოების გასაერთიანებლად „სიგნალების გაგზავნისკენ“ მოუწოდა, ხოლო დემოკრატებს არჩევნების შედეგების აღიარება ურჩია, რადგან მისი თქმით, უნდა გააცნობიეროს ყველამ, რომ ამერიკული დემოკრატია ასე მუშაობს.
ობამას თქმით, ტრამპთან შეხვედრისას მან დიდი ინტერესი გამოხატა შეენარჩუნება მნიშვნელოვანი სტრატეგიული ურთიერთობები, მათ შორის ნატოსთან პარტნირობა.
აღსანიშნავია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ტრამპი ნატოს უსარგებლო გაერთიანებად მოიხსენიებდა და აცხადებდა, რომ აშშ-ს ალიანსის შენახვა ძალიან ძვირი უჯდებოდა.
ობამას თქმით, მილიარდერი აცნობიერებს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის სიტყვებსა და პრეზიდენტის სიტყვებს განსხვავებული შედეგები მოჰყვება.
„ვფიქრობ, რომ არჩეული პრეზიდენტის ტემპერამენტის ზოგიერთი შტრიხი მის სასარგებლოდ არ იმუშავებს, მანამ სანამ ის ამას ყურადღებას არ მიართმევს და არ გამოასწორებს.
არ ვფიქრობ, რომ ის იდეოლოგია. მგონია, რომ საბოლოო ჯამში ის პრაგმატული ადამიანია და სიტუაციას ნათლად აღიქვამს“ - დასძინა აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა.
პრესკონფერენციის შემდეგ ობამა საბერძნეთში გაემგზავრა. ეს პრეზიდენტის რანგში მისი ბოლო საზღვარგარეთული ტურნეა.
ათენის შემდეგ ობამა გერმანიას ეწვევა. ბერლინში ანგელა მერკელის გარდა, ის მოლაპარაკებებს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან და საფრანგეთის პრეზიდენთან გამართავს. ევროპის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი პერუში გაემგზავრება, სადაც აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტს დაესწრება.
მასალის გამოყენების პირობები






