ილიაუნი საქართველოს პარლამენტს მიმართავს
საზოგადოება - 22:14, 15 May, 2013     979

 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიმართვა
საქართველოს პარლამენტის წევრებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბ-ნ დავით უსუფაშვილს

ა.წ. 14 მაისს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის სხდომაზე განიხილებოდა შესწორება საქართველოს კანონში უმაღლესი განათლების შესახებ, რომლის შინაარსიც იყო სახელმწიფო უნივერსიტეტების ავტონომიის განმტკიცება: კერძოდ, ამ შესწორების მიხედვით, სახელმწიფო უნივერსიტეტების ლიკვიდაციის, რეორგანიზაციის და იურიდიული ფორმის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლება გადაეცემოდა უნივერსიტეტის კოლეგიალურ მმართველობით საბჭოებს.

განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე ამ შესწორების წინაამღდეგი წავიდა. მისი განცხადებით, სახელმწიფო უნივერსიტეტების "დღევანდელი საბჭოები, დღევანდელი რექტორები არ არიან ლეგიტიმურები" რომ "დღევანდელი საბჭოები და რექტორები არიან წინა მთავრობის მიერ ჩანერგილები უნივერსიტეტებში" და რომ "ილიას უნივერსიტეტი არის ხელოვნურად შექმნილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის გასანადგურებლად". ამიტომ, განაცხადა კიღურაძემ, ის არ ეთანხმება კანონპროექტს უნივერსიტეტების ავტონომიის განმტკიცების შესახებ.

ამ მიმართვაში ჩვენ არ ვაპირებთ იმის ახსნას, თუ რა წარმატებებს მიაღწია საქართველოს კვლევის და განვითარების სისტემამ და კონკრეტულად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ბოლო წლების მანძილზე, შეზღუდული ავტონომიის პირობებში. ეს ცნობილია საზოგადოებისათვის და შესაბამისი ასახვა აქვს საერთაშორისო რეიტინგებში. ჩვენი შეშფოთების მიზეზი არის უმაღლესი განათლების სისტემის გარდაქმნის ის გეგმა, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძის და კომიტეტის ზოგიერთი წევრის განცხადებებში იკითხება და რომლის მიზანი სახელმწიფო უნივერსიტეტების ავტონომიის სრული გაქრობაა.


განცხადებებიდან ცხადია, რომ ივანე კიღურაძე მომხრეა, უნივერსიტეტების ავტონომია გაუქმდეს და მთავრობას მიეცეს სრული უფლება, მოახდინოს სახელმწიფო უნივერსიტეტების რეორგანიზაცია, იურიდიული ფორმის ცვლილება და ლიკვიდაცია, უნივერსიტეტების კოლეგიური მმართველობითი საბჭოების გადაწყვეტილების გარეშე. ასევე, სხდომაზე აშკარად გამოჩნდა, რომ ივანე კიღურაძე და კომიტეტის ზოგიერთი წევრი უმაღლეს განათლებაში საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა ვითარების აღდგენის მომხრეა, რომდესაც უმაღლესი განათლება კვლევითი სისტემისგან დამოუკიდებლად არსებობდა, ხოლო უაღრესად კორუმპირებული უმაღლესი სასწავლებლები პირდაპირ სახელმწიფო მმართველობაში იმყოფებოდნენ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო გამოთქვამს შეშფოთებას ივანე კიღურაძის ამ განცხადებებთან დაკავშირებით. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ივანე კიღურაძის აზრი არ ემთხვევა საპარალამენტო უმრავლესობის აზრს. გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება საქართველოს უმაღლესი განათლების და კვლევის სივრცის მაქსიმალური ავტონომიზაციისათვის და თვითმმართველობის განმტკიცებისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ გეგმის განხორციელება, რომელიც განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებებში იკითხება, საქართველოში დიდი ხნით მოსპობს უნივერსიტეტების ავტონომიას, თვითმმართველობას და აკადემიურ თავისუფლებას, შესაბამისად - კვლევის და ტექნოლოგიების განვითარების და ცოდნის ეკონომიკის საფუძვლებს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42