„ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბრის დროს მოხდა არა მხოლოდ იმ არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობის შეფასება, რომელიც ამჟამად აშშ-რუსეთის ურთიერთობაშია, არამედ ამ ურთიერთობის ნორმალიზაციისა და კონსტრუქციული მიმართულებით განვითარებისთვის ერთობლივი აქტიური მუშაობის საკითხსაც შეეხნენ.“- ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კრემლის ცნობით, პუტინმა ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, წინასაარჩევნო პროგრამის წარმატებით განხორციელება უსურვა და ახალ ადმინისტრაციასთან დიალოგის გამართვის მზადყოფნა გამოთქვა, რომელიც ურთიერთპატივისცემისა და შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებს დაეფუძნება. ხაზი გაესვა ომხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხსაც.
საუბარი შეეხო ტერორიზმთან და ექსტრემიზმთან ერთობლივი ბრძოლის და სირიის კრიზისის დარეგულირების საკითსაც.
მასალის გამოყენების პირობები






