უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელმა ხატია დეკანოიძემ თანამდებობა დატოვა.
ამის შესახებ უკრაინის შს მინისტრმა არსენი ავაკოვმა ფეისბუკის გვერდზე დაწერა და დეკანოიძეს მადლობა გადაუხადა.
„პატივს ვცემ ხატიას გადაწყვეტილებას , რომელიც მის ცხოვრებაში ახალი ეტაპის დაწყებას გულისხმობს და წარმატებებს ვუსურვებ. მადლობელი ვარ მისი იმ მუშაობისა და გამოცდილებისთვის, რაც ერთად გავიარეთ. პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ვადიმ ტოიანი იქნება“ - წერს ავაკოვი.
უკრაინული მედია დეკანოიძის გადადგომის მიერ დილიდანვე წერდა. როგორც გამოცემები იტყობინებოდნენ, დეკანოიძე აცხადებადა, რომ რეფორმების განხორციელებისას მას ბევრი წინააღმდეგობა ხვდება და გარშემო ბევრი მტერია.
შეგახსენებთ, 7 ნოემბერს თანამდებობა დატოვეს ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა და ოდესის პოლიციის უფროსმა გია ლორთქიფანიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






