პოლონეთის მთავრობამ ყოფილი პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკისა და მისი მეუღლის ნეშტის ექსჰუმაცია დაიწყო. ლეხ და მარია კაჩინსკები 2010 წელს სმოლენსკთან მომხდარ ავიაკატასტროფას შეეწირნენ.
ლეხ და მარია კაჩინსკები კრაკოვში, ვაველის სასახლეში არიან დაკრძალულნი.
პოლონური მედიის ცნობით, ექსჰუმაცია ჩაუტარდება იმ 83 მსხვერპლის ნეშტს, რომელიც კატასტროფის დროს ბორტზე იმყოფებოდა.
მოსალოდნელია, რომ ექსპერტიზა ორ თვეზე მეტ ხანს გაგრძელდება. წლის ბოლომდე ექსპერტები 10 ნეშტის შესწავლას აპირებენ.
პროკურორების განცხადებით, ექსჰუმაციის გადაწყვეტილების მიზანია, გამოსწორდეს ყველა შეცდომა, რომელიც გამოძიების საწყის ეტაპზე იქნა დაშვებული და დარწმუნდნენ, რომ ავიაკატასტროფა ხანძარს ან რაიმე დაგეგმილ მიზეზს არ გამოუწვევია.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთისა და პოლონეთის ოფიციალური გამოძიების შედეგით, ავიაკატასტროფა პილოტების დაუდევრობამ გამოიწვია, გარდაცვლილთა ნათესავები აცხადებენ, რომ კატასტროფა შესაძლოა დაგეგმილი იყო.
შეგახსენებთ, პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ლაინერი სმოლენსკთან 2010 წლის 10 აპრილს ჩამოვარდა. პოლონეთის ლიდერის გარდა, ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი პოლონეთის დელეგაციის 100 წევრი დაიღუპა.
თვითმფრინავის კატასტროფის რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთ-ერთ ვერსიად რუსი დისპეჩერების დაუდევრობა სახელდება. ვერსიის თანახმად, მათ, ცუდი ამინდის პირობებში ხილვადობის დონე სათანადოდ ვერ შეაფასეს. რამაც, ეკიპაჟის შეცდომაში შეიყვანეს. მეორე ვერსიით თანახმად, სავარაუდოდ, ლაინერზე აფეთქება მოხდა, რის გამოც თვითმფრინავი ნაწილებად ჰაერშივე დაიშალა.
მასალის გამოყენების პირობები






