ამის შესახებ ვოლოდინმა НТВ-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„პუტინსა და ტრამპს ბევრი საერთო პოზიცია და შეხედულებების გადაკვეთის წერტილი აქვთ. დრო გვიჩვენებს, დარჩება თუ არა იმ განცხადებების ერთგული, რომელსაც აკეთებდა. დღეს, ამაზე საუბარი რთულია, თუმა ამის შესაძლებლობა ტრამპს გააჩნია“ - განაცხადა ვოლოდინმა.
მისივე თქმით, აშშ-ის ახლადარჩეულ პრეზიდენტის „იდეოლოგიური პრინციპები“ რუსეთთან ახლოს არის.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს აუცილებლად შეხვდებოდა და ეს შეხვედრა შედგებოდა მის ინაუგურაციამდეც.
აღსანიშნავია, რომ ტრამპი პუტინს გონიერ პოლიტიკოსად მოიხსენიებდა და გამოსვლებში აცხადებდა, რომ აშშ-რუსეთის დაძაბული ურთიერთობის მიზეზი ის არის, რომ ამერიკელი ლიდერები რუსეთის პრეზიდენტს ხშირად აყენებენ შეურაცხყოფას.
მასალის გამოყენების პირობები






