საქართველოში მოქმედი რელიგიური გაერთიანებების ერთობლივი განცხადება
საზოგადოება - 21:11, 15 May, 2013     381

 

 

რელიგიური გაერთიანებების განცხადება


გვინდა გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება 17 მაისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით.

 

მიგვაჩნია, რომ გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ უმთავრესი დასაყრდენია, ხოლო მისი უზრუნველყოფა – საზოგადოებრივი დემოკრატიული პროცესების წარმატებით წარმართვის აუცილებელ პირობას. ეს თავისუფლება ერთის მხრივ ინდივიდის თვითრეალიზაციის საშუალება, ხოლო მეორეს მხრივ საზოგადოებისათვის საჭირბოროტო თემებზე აზრის გამოთქმის, დისკუსიების, დებატების გზით შეთანხმების მიღწევისა და საზოგადოების განვითარების წინაპირობაა. დემოკრატიული საზოგადოებისათვის ასევე ფასეულია შეკრებების თავისუფლების უზრუნველყობა, რომელიც გამოხატვის რეალიზების ერთ-ერთი საშუალებაა. ამასთან საზოგადოებას გვინდა შევახსენოთ, რომ როგორც გამოხატვის, ასევე შეკრების თავისუფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს და იგი რიგი პირობების შედეგად შეიძლება შეიზღუდოს.

 

საქართველოს კონსტიტუცია, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია თუ სხვა საერთაშორისო დოკუმენტები ამომწურავად მიუთითებენ იმ პირობებს რომლის დროსაც შეიძლება შეზღუდული იყოს იგი. სხვასთან ერთად ესენია უწესრიგობისა და დანაშაულის აღკვეთა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დანაშაულის თავიდან აცილება, სხვათა უფლებებისა და ღირსების დაცვა, ჯანმრთელობისა და მორალის დაცვა. ზემოაღნიშნულში ორი ფასეულობის - რელიგიისა და გამოხატვის თავისუფლების კონფლიქტიც მოიაზრება. თუ ევროპული სასამართლოს პრაქტიკას გადავხედავთ თვალნათლივ დავინახავთ, რომ აქ ერთიანი ევროპული სტანდარტის დადგენილი არ არის. ამის გამო რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისა თუ მორალურ კრიტერიუმებთან დაკავშირებულ საქმეებში ევროპული სასამართლო ყოველთვის ეროვნულ სასამართლოებს უტოვებს შეხედულების საკმაოდ ფართო არეს, რათა მათ საკუთარი ქვეყნის თავისებურებებიდან გამომდინარე დაადგინონ, თუ სად გადის ეს ზღვარი და რას მოითხოვს საზოგადოებრივი ინტერესი. და როგორც წესი ეს დავა მორალის, საზოგადოებრივი ზნეობისა თუ რელიგიური გრძნობების სასრგებლოდ წყდება.

 

ამიტომ, ქვეყანაში სადაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იმ ტრადიციული რელიგიების მიმდევარია, რომლის მოძღვრების მიხედვით ერთსქესიან ადამიანთა სქესობრივი ურთიერთობები ცოდვად მიიჩნევა, 2012 წლის 17 მაისის მსგავს პროპაგანდისტულ აქციებზე საზოგადოებას ლეგიტიმური უფლება აქვს, მშვიდობიანი, არაძალადობრივი ფორმით გამოხატოს პროტესტი.

 

სამწუხაროდ, გასულ წელს, ჩვენ მომსწრენი გავხდით არაერთი უხამსი და საზოგადოებრივი მორალისათვის შეუფერებელი ქმედებისა, რომელთაც ადგილი ჰქონდათ არასრუსწლოვანთა თვალწინ. იმედია, წელს მსგავს მოვლენებს არ ექნება ადგილი. ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება არის ხელშეუხებელი. ამასთან, მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს საჯაროდ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თავიანთი სექსუალური ორიენტაციის დემონსტრირებისა და პროპაგანდისაგან თავი შეიკავონ, რადგან ამგვარი ქმედება საზოგადოებრივი მორალისათვის არის მიუღებელი.

 

 

1. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია

2. ამიერკავკასიის მუსულმანთა სამმართველოს წარმომადგენელი საქართველოში

3. სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო

4. სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქია

5. ამიერკავკასიის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია

6. ევანგელურ–ლუთერანული ეკლესია საქართველოში

7. ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია

8. მეშვიდე დღის ქრისტიან - ადვენტისტთა ეკლესია საქართველოში

9. ხსნის არმია საქართველოში

(იხ. ლინკი)





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42