ბულგარეთისა და მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში პრორუსი კანდიდატები იმარჯვებენ
მსოფლიო - 11:00, 14 Nov, 2016     2071

ბულგარეთისა და მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში პრორუსი კანდიდატები იმარჯვებენ.

პრორუსმა კანდიდატმა იგორ დოდონმა მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შესახებ უკვე განაცხადა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით, დათვლილია ხმების 95%, საიდანაც იგორ დოდონმა ხმების 55% დააგროვა.

როგორც ცნობილია, დოდონი თავისი პრორუსული განწყობებით გამოირჩევა, მან საარჩევნო კამპანია რუსეთთან მჭიდრო პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირების აღდგენისა და ევროკავშირთნ ასოცირების ხელშეკრულების გაუქმების მოწოდებებზე ააგო.

მოლდოვა საპარლამენტო რესპუბლიკაა და პრეზიდენტს შეზღუდული ძალაუფლება გააჩნია, რის გამოც იგი თავად ვერ შეცვლის ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსს, თუმცა, მისი არჩევა საკამო სირთულეებს შეუქმნის ქვეყნის ევროკავშირთან შემდგომი თანამშრომლობის პროცესს.

რაც შეეხება ბულგარეთს, საპრეზიდენტო არჩვენების მეორე ტურში აქაც პრორუსი კანდიდატი, სოციალისტური პარტიის წარმომადგენელი, ყოფილი გენერალი რუმენ რადევი ლიდერობს.


წინასწარი მონაცემებით, 53 წლის ყოფილმა სამხედრო მაღალჩინოსანმა, ხმების 58% მოიპოვა. მმართველი პარტიის კანდიდატმა, ცეცკა ცაჩევამ კი დაახლოებით 35% მიიღო.

წინასწარი შედეგების გამოქვეყნებისთანავე, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება.

რადევი წინასაარჩევნო კაპანიის დროს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმების ინიციატივით გამოდიოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42