ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის ქვეყნიდან ორი-სამი მილიონი უსაბუთო ემიგრანტის „დაუყოვნებლივ“ დეპორტაციას აპირებს.
ამის შესახებ ტრამპმა CBS-სთან ინტერვიუში განაცხადა.
გამარჯვების შემდეგ თავის პირველ სატელევიზიო გამოსვლაში ტრამპმა აღნიშნა, რომ ხისტი საიმიგრაციო პოლიტიკის განხორციელებას გეგმავს.
"ჩვენ გავაძევებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც კრიმინალური ისტორია აქვთ, რომლებიც ბანდების წევრები და ნარკომოვაჭრეები არიან" - დასძინა ტრამპმა.
ტრამპმა მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობის აუცილებლობაზეც ისაუბრა, თუმცა აღნიშმა, რომ საზღვრის გარკვეულ ნაწილში ღობეც საკმარისია.
ცნობისათვის, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი სწორედ მექსიკის კედელი იყო, ის ამბობდა, რომ ააშენებდა დიდ კედელს, რითაც ამერიკას არალეგალი ემიგრანტებისგან დაიცავდა.
აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი მაშინ მექსიკაში ჩავიდა, სადაც პრეზიდენტ ენრიკე პენია ნიეტოსთან პირისპირ გამართა შეხვედრა.
შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტმა პენია ნიეტომ ტვიტერზე დაწერა, რომ მათ ორი ქვეყნის საზღვარზე კედლის აშენების თემაზეც ისაუბრეს და ნათლად დაფიქსირა, რომ ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
მასალის გამოყენების პირობები






