“დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ საპრეზიდენტო არჩევნებში გავიმარჯვეთ. ჯერ კიდევ გრძელდება ხმის მიცემის პროცედურა ოკეანის გაღმა. თუმცა ამ ეტაპზე ჩვენ უკვე მივიღეთ ხმების 50%-ზე მეტი. ჩვენ გავიმარჯვეთ” - განაცხადა სოციალისტმა იგორ დოდონმა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით, დათვლილია ხმების 95%, საიდანაც იგორ დოდონმა ხმების 55% დააგროვა.
13 ნოემბერს, მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. პირველი ტურის შემდეგ 50%-იანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა. პირველი ტურის მონაცემებით პირველ ადგილზე სოციალისტური პარტიის ლიდერი იგორ დოდონი გავიდა, რომელმაც ხმების 47 პროცენტი დააგროვა, ხოლო მისმა მოწინააღმდეგემ მაია სანდუმ - 37.
როგორც ცნობილია, დოდნი თავისი პრორუსული განწყობებით გამოირჩევა, მან საარჩევნო კამპანია რუსეთთან მჭიდრო პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირების აღდგენისა და ევროკავშირთნ ასოცირების ხელშეკრულების გაუქმების მოწოდებებზე ააგო.
მოლდოვა საპარლამენტო რესპუბლიკაა და პრეზიდენტს შეზღუდული ძალაუფლება გააჩნია, რის გამოც იგი თავად ვერ შეცვლის ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსს, თუმცა, მისი არჩევა საკამო სირთულეებს შეუქმნის ქვეყნის ევროკავშირთან შემდგომი თანამშრომლობის პროცესს.
მასალის გამოყენების პირობები






