14 ნოემბრის ანონსი
ანონსი - 20:26, 13 Nov, 2016     1715

09:00 საათზე - თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება.

მისამართი: იუსტიციის სამინისტრო, გორგასლის 24ა

10:00 საათზე - საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „გლობალური მეწარმოების კვირეულს“ გახსნის, სადაც მისასალმებელი სიტყვით გამოვლენ საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი.

მის: ინოვაციების ქ. #7, ტექნოპარკი

10:30 საათზე - დიაბეტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული ჟვანიას კლინიკის მიერ ორგანიზებულ აქციას დაესწრება, რომლის ფარგლებშიც, დიაბეტის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საზეიმო მიღება გაიმართება და კლინიკის ენდოკრინოლოგები უცხოელ სპეციალისტებთან ერთად უფასო სამედიცინო კონსულტაციებს, ასევე შაქრიანი დიაბეტის სკრინინგს ჩაატარებენ.

მის: ლუბლიანას ქ. #21 (თსსუ გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა)

საკონტაქტო პირი სოფო ჭუმბურიძე - 599 120009

11.00 საათზე - შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

მის: ჭავჭავაძის გამზ. №3, II კორპუსი, იურდიული ფაკულტეტის მცირე საკონფერენციო (135-ე ოთახი) დარბაზი.

საკონტაქტო პირი ნათია თევდორაშვილი - 593187771

11:00 საათზე - თბილისის მერი დავით ნარმანია და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი ვერეს ხეობის კალაპოტის ფორმირების პირველი ეტაპის დასრულებულ სამუშაოებს გაეცნობიან.

მისამართი: ვერეს ხეობა, მზიურის მიმდებარე ტერიტორია

საკონტაქტო პირები: ლილე ხმალაძე 599270646 ლაშა ჩხიკვიშვილი 577555488

11:00 საათზე - პორტალ „კვირას“ პრესკლუბში „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერი ანი მიროტაძე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ოპოზიციური გაერთიანება, კონსულტაციები და მზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის.

მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2

საკონტაქტო პირი ეკა გულუა – 599726565

11:30 საათზე - პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ექსპერტი მამუკა არეშიძე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: არჩევნები ამერიკაში და ტრამპის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში; პარლამენტს მიღმა დარჩენილი პოლიტიკური სუბიექტების გაერთიანების მცდელობა; მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.

მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2

საკონტაქტო პირი ეკა გულუა – 599726565

11:30 საათზე - „პირველის პრესკლუბში“ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ლევან სამუშია პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, არასაპარლამენტო პარტიებისგან შექმნილი სამუშაო ფორმატის ჩამოყალიბება, მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.

მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მე-2 სართული. საკონტაქტო პირი: 595 03 77 22 ეკა

12:00 საათზე - „პირველის პრესკლუბში“ „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, არასაპარლამენტო პარტიებისგან შექმნილი სამუშაო ფორმატის ჩამოყალიბება, მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.

მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მე-2 სართული. საკონტაქტო პირი: 595 03 77 22 ეკა

12:00 საათზე - კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: გამოფენა - ”იტალიური მოდის ისტორიის 60 წელი”.

12:00 საათზე - პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის ახლი სახე, „სოციალ-დემოკრატი“ ბექა ნაცვლიშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და პროგნოზი; ტრამპის პოლიტიკა; საპარლამენტო სტრუქტურები, ფრაქციები და სამთავრობო ცვლილებები.

მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2

საკონტაქტო პირი ეკა გულუა – 599726565

13:00 საათზე - სოფელ წინანდალში ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) და მის ფარგლებში აღებული ვალდებულებების განხორციელების თაობაზე კონსულტაციებში ჩართვის მიზნით დიალოგი გაიმართება, რომელშიც ყველა დაინტერესებული მხარე - საჯარო და კერძო სექტორს წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

საკონტაქტო პირი - ნანა ჩინჩილაკაშვილი 599502619

14:00 საათზე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო ქეთევან ციხელაშვილი ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში სტუდენტებს შეხვდება და წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: “სამოქალაქო თანასწორობა - სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები“. (101 აუდიტორია)

16:00 საათზე - ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, 1990 წლის 28 ოქტომბრის პირველი მრავალპარტიული არჩევნების მიერ არჩეული უზენაესი საბჭოს წევრებისა და შემდგომი პარლამენტების წევრთა ჯგუფის 26 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო შეკრება გაიმართება. შეკრებაზე გაჟღერდება საქართველოს პირველი უზენაესი საბჭოსა და შემდგომი პარლამენტების წევრთა ჯგუფის მიმართვა.

17:00 საათზე - დიაბეტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, „ველფეარ ფაუნდეიშენი“ თავისუფლების მოედანზე, თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა აქტივობებს განახორციელებს.

19:00 საათზე - ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამოფენა - ”იტალიური მოდის ისტორიის 60 წელი” გაიხსნება.

19:30 საათზე - რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში ”თბილისის ბაროკო ფესტივალის“ მორიგი კონცერტი გაიმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42