ტრამპის შემდეგ, მარი ლე პენს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების იმედი აქვს
მსოფლიო - 20:07, 13 Nov, 2016     5210
საფრანგეთის ულტრ მემარჯვენე პარტიის ,,ეროვნული ფრონტის“ ლიდერი მარი ლეპენი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვებამ გაზარდა მისი შანსები, გახდეს საფრანგეთის პრეზიდენტი 2017 წლის არჩევნებში.

,,ბი-ბი-სი“-თან ინტერვიუში ლეპენი ამბობს, რომ ტრამპმა დაუშვა იმის შესაძლებლობა, რაც მანამდე შეუძლებლად ითვლებოდა.

ლე პენმა ასევე ისაუბრა რუსეთსა და მისი მმართველის შესახებ და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის მმართველობის სტილს გონივრული პროტექციონიზმი უწოდა. მან ასევე დასძინა, რომ ,,ის, ვინ იცავს საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, იცავს მის იდენტობას“.

რაც შეეხება შეკითხვას რუსული საფრთხის შესახებ, განსაკუთრებით 2014 წლის ყირიმის ანექსიისა და სირიაში რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, ლე პენი პასუხობს, რომ ,,შიშის მიზეზი არ არსებობს“.

,,რუსეთი ევროპული ქვეყანაა და თუ ჩვენ გვსურს შევქმნათ ძლიერი ევროპა, უმჯობესი იქნება, წარვმართოთ მოლაპარაკებები რუსეთთან“ - განმარტა ლე პენმა.

არსბობს მოლოდინი, რომ მარი ლე პენმა 2017 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტურში შეძლოს გასვლა.

ანალიტიკოსები თვლიან, რომ ასეთ შემთხვევაში სხვა დანარჩენი პარტიები მის კონკურენტს გამოუცხადებენ მხარდაჭერას.

თუმცა, დონალდ ტრამპის წარმატება, მისი გამოსვლები საემიგრაციო პოლიტიკისა და გლობალიზაციის წინააღმდეგ, ისევე როგორც ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგები ევროკავშირიდან გამოსვლის შესახებ, ატლანტიკის ორივე მხარეს პოლიტიკური ისტებლიშმენტი ააფორიაქა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42