ერაყის სამთავრობო ჯარებმა, საერთაშორისო კოალიციის მხარდაჭერით მოსულთან 30 კილომეტრში მდებარე უძველესი ქალაქი ნიმრუდი "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტებისგან გაათვაისუფლა.
ქალაქი ტერორისტებს 2 წლის განმავლობაში ეკავათ და მათ მისი ისტორიული ძეგლები მნიშვნელოვნად დააზიანეს.
ნიმრუდი, ძველი ასურეთის ქალაქი, მდინარე ტიგროსის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს. იგი სალმანასარ I-მა ძვ. წ. XIII საუკუნეში დააარსა. ერთი პერიოდი იგი ასურეთის დედაქალაქიც იყო. დაახლოებით ძვ. წ. 612 წელს ქალაქი ჯერ მიდიელებმა დაარბიეს, მერე კი — სპარსელებმა. 1845 წლიდან ქალაქის არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლინდა ასურელ მეფეთა წარწერები (სალმანასარ III-ის შავი ობელისკი), არქიტექტურის შესანიშნავი ძეგლები: ზიკურათი, ასურნასირფალ II-ისა და ასარხადონის ბრწყინვალე რელიეფებით.




მასალის გამოყენების პირობები






