NATO-ს გენმდივნის მიმართვა ტრამპს - ,,ახლა არ არის ევროპასა და აშშ-ს შორის პარტნიორობის გადახედვის დრო“
მსოფლიო - 13:27, 13 Nov, 2016     5815

ბრიტანული "The Guardian"-ის სტატიაში NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი კიდევ ერთხელ მიმართავს აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან აშშ-ს მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობის შესახებ საუბრობს.

"ამჟამად ჩვენ ვდგავართ ჩვენი ეპოქისათვის ყველაზე დიდი გამოწვევების წინაშე, რომელიც მსოფლიოს უსაფრთხოების ეხება და ახლა ნამდვილად არ არის ევროპისა და აშშ-ს მჭიდრო პარტნიორობის ღირებულებების გადახედვაზე საუბრის დრო," - აცხადებს სტოლტენბერგი.

"თავისი არსებობის მანძილზე NATO-მ მხოლოდ ერთხელ გამოიყენა წესდების 5-ე მუხლი და ეს მოხდა მაშინ, როდესაც აშშ-ში 2001 წლის 11 სექტემბერს ტერაქტები განხორციელდა. ეს არ იყო მხოლოდ სიმბოლური მხარდაჭერა, ალიანსმა აიღო თავის თავზე ავღანეთის ოპერაციის განხორციელება, სადაც ათიათასობით ჯარისკაცი მსახურობდა და მსახურობს. ათასზე მეტმა ჯარისკაცმა ყველაზე ღირებული - სიცოცხლეც კი გაიღო ამ ოპრაციაში, და ეს ოპერაცია იყო პირდაპირი პასუხი ამერიკაზე თავდასხმიას," - ნათქვამია სტატიაში.

გენერალური მდივნის შეფასებით, უკანასკნელ წლებში უსაფრთხოების მიმართუოლებით ვითარება გაუარესდა, რაშიც ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილო აფრიკაში არასტაბილურობამ შეუწყო ხელი. სტოლტენბერგი ტრამპს რუსეთის ძალაზე დაფუძნებულ, აგრესიულ საგარეო პოლიტიკასაც ახსენებს და მომავალი ცივი ომის საფრთხეებზეც საუბრობს, რომლის წინააღმდეგაც აუცილებელია კოლექტიური თავდაცვის მეთოდების გაძლიერება, რათა დაცული იყოს დემოკრატიისა და თავისუფლებების ევრო-ატლანტიკური ღირებულებები. მისი თქმით, დღევანდელ დროს მარტო დარჩენა არ არის გამოსავალი და გლობალურ უსაფრთხოებას ძლიერი ამერიკა და ერთიანი ევროპა სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ ტრამპმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს არაერთხელ აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მოძველებული ორგანიზაციაა და იგი მისი დაფინანსების მნიუშვნელოვან შემცირებას აპირებს.

სტატიაში სტოლტენბერგი ტრამპის განცხადებას ნაწილობრივ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ ფინანსური პასუხისმგებლობის გადანაწილება მართლაც უფრო თანაბარი იყოს, რადგან დღეისთვის, NATO-ს ხარჯების 70% აშშ აფინანსებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42