იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კეთილგანწყობით შეხვდა იმ ფაქტს, რომ მსოფილოს მედია გარკვეულ მსგავსებებს ხედავს მასსა და აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შორის.
მიუხედავად შედარებების ირონიული ხასიათისა, Corriere della Sera-სთან ინტერვიუში ბერლუსკონიმ მათ შორის ბიოგრაფიულ მსგავსებებზე გააკეთა აქცენტი.
"არის გარკვეული მსგავსებები, ჩვენ ორივე ბიზნესიდან მოვედით პოლიტიკაში, თუმცა ჩემი ბიზნესისტორია კარდინალურად განსხვავდება ტრამპის ისტორიისგან. ამასტან მე მას არასდროს შევხვედრივარ," - განაცხადა ბერლუსკონიმ.
ტრამპისა და ბერლუსკონი მსგავსების ირონიული ხასიათის გამონათქვამები და ხუმრობები ძირითადად მათ ექსცენტრიულ მანერებსა და საუბრის სტილს ეხება, განსაკუთრებით მათ სექსისტურ განცხადებებსა და ქმედებებს.
"ამერიკელებო, თქვენ აირჩიეთ ტრამპი, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბერლუსკონის სამყაროში. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ტრამპს აქვს ბალისტიკური იარაღის გაშვების კოდები, ბერლუსკონის კი არ ჰქონდა," - ნათქვამია ვიდეორგოლში, რომელიც ორ ექსცენტრიულ პოლიტიკოსს ადარებს ერთმანეთ.
ასევე სოცქსელებში პოპულარული გახდა ჰაშტთეგი #Trumposconi, სადაც თავსდება სხვადასხვა ხასიათის ხუმრობები მათ შესახებ
მასალის გამოყენების პირობები






