"დროა დაიმსხვრეს მითი, რომ ჩინეთიდან საქართველოში მასობრივად ჩამოვლენ საცხოვრებლად" – ლევან ჭითანავა
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:54, 13 Nov, 2016     28108

,,ნიუპოსტი“ ,,Business Time Georgia“-ს მთავარ რედაქტორს ლევან ჭითანავას ესაუბრა.

ლევან, თქვენ ჩინეთში თვეზე მეტ ხანს იმყოფებოდით და ეცნობოდით ტურისტულ პოტენციალს, ასევე გქონდათ შესაძლებლობა შეხვედროდით ჩინურ ტურისტულ კომპანიებს. როგორია საქართველოს მიმართ მათი დამოკიდებულება?

დიახ, ჩინეთში სხვადასხვა ტურისტული ადგილების მონახულების შესაძლებლობა გვქონდა. რამდენიმე კუნძულზე და პროვინციაში ვიმყოფებოდით. გვქონდა შეხვედრები ადგილობრივი ტურისტული ორგანიზაციებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან. საქართველოს ცნობადობა ძალიან დაბალია ჩინეთში. ეს არ ეხება მხოლოდ პროვინციას, მე ასევე მქონდა შესაძლებლობა ორი კვირით პეკინში, შანხაისა და სიანში ვყოფილიყავი. მოგეხსენებათ, ეს ქალაქები ერთ–ერთი მიმზიდველი და განვითარებული ადგილებია ტურიზმის თვალსაზრისით. აქაც კი, საქართელოს შესახებ ბევრი არაფერი იციან. თუ ვინმემ იცის, ეს პირდაპირ, სამწუხაროდ, მხოლოდ სტალინს უკავშირდება. თანამედროვე საქართველოს შესახებ მათ არაფერი იციან. ამიტომ, ამ მხრივ ძალიან ბევრია სამუშაო.

თქვენ, რამდენიმე დღის წინ დაბრუნდით ბელორუსიდან საქართველოში, სადაც ასევე დსთ–ს ქვეყნებიდან ტუროპერატორი იყო წარმოდგენილი. როგორია მათი დამოკიდებულებ ჩვენი ქვეყნის მიმართ?

აქ ბუნერბივია კორდინალურად სხვა სურათი გვაქვს. საქართველოს შესახებ ყველამ იცის და ცნობადობის პრობლემა აქ არ არსებობს. მეტიც, ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო ის ფაქტი, რომ დსთ–ქვეყნების წარმომადგენლები საქართველოზე საუბრისას – საქართველოს არ უკავშირებდნენ სტალინს, არც იყო საუბარი საბჭოთა საქართველოზე. ყველა, ერთხმად აღნიშნავდა რომ დღეს საქართველო – ევროპული ტიპის ქვეყანაა ყოფილი დსთ–ს ქვეყნებიდან. მან ძალიან სწრაფად შეძლო ტრანსფორმაცია და ბევრად წინ არის, დანარჩენი დსთ–ს ქვეყნებისგან განსხვავებით. თუმცა, აქაც არსებობს პრობლემები და ეს პრობლემები უნდა გადაიჭრას, რათა კიდევ უფრო მეტი ტურისტი ჩამოვიდეს საქართველოში. მესმის, რომ ზრდადი ტენდენცია გვაქვს დსთ–ს ქვეყნებიდან ტურისტების ნაკადის, მაგრამ ჩვენ უფრო მეტი ტურისტი გვჭირდება, შესაბამისად მყისიერად უნდა აღმოვფრხვათ ყველა ის ხარვეზი, რაც აფერხებს ტურისტის საქართველოში ჩამოსვლას.

რა პრობლემები არსებობს და რა აფერხებს დსთ–ს ქვეყნებიდან ტურისტების ჩამოსვლას?

პირველ რიგში ეს ეხება ავიაგადამზიდვებს. მაგალითად, ბელორუსიაში ვისაც არ შევხვდით, ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ ძალიან გვიდნა საქართველში ჩამოსვლა, მაგრამ ბილეთები იმდენად ძვირია, რომ არჩევანის გაკეთების დროს მაინც ევროპას ვირჩევთო. ძალიან აქტიურია ტურიზმის ადმინისტრაცია იგივე ბელარუსიაში. ძალიან ეფექტური კლიპები გადის და მოსწონთ კიდევაც, მაგრამ ეს ეფექტს მაშინვე კარგავს, როდესაც ტურისტი ბილეთების ფასებს იგებს. ანუ, რა გამოდის, აქტიურად მიმდინარეობს პოპულარიზაცია საქართველოს ტურისტული ადგილების, მაგრამ ტურისტი ვერ ჩამოდის მგზავრობის სიძვირის გამო. ტურიზმის ადმინისტრაციის მარკეტინგული ნაბიჯები რომ უფრო ეფექტური და პროდუქტიული გახდეს, ამის პარალელურად აუცილებელია, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების შემოსვლა საქართველოში. რამდენიმე შემოვიდა და ეს, რა თქმა უნდა მისასალმებელია. თუნდაც იგივე ვიზ–აერის წარმომადგენლობის გახსნა საქართველოში, ძალიან შეუწყობს ხელს ტურისტების ნაკადის გაზრდას, მაგრამ საჭიროა ბელორუსიის მიმართულებითაც სხვა უფრო მოქნილ ფასებში ბილეთის შეძენის არჩევანი შევთავაზოთ ბელორუს ტურისტებს. ასევე, ხშირად აღნიშნავდნენ არა მხოდლოდ დსთ–ს ქვეყნების ტურისტული კომპანიები, არამედ იგივე ჩინური ტუროპერატორები იმას, რომ საქართველოში სასტუმროებს არადმგრადი ფასები აქვთ. შეიძლება, კონკრეტულ ფასზე მოხდეს შეთანხმება, მაგრამ სასტუმროს მენეჯმენტმა, ტურის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, კარდინალურად სხვა ფასი შესთავაზოს, რაც ხშირ შემთხვევაში ჯგუფის დაშლას და ტურისტების დაკარგვას განაპირობებს. აუცილებელია, ამ მიმართულებითაც გამოვასწოროთ და ვიყოთ სტაბილურები. ამავე კონტექსტში იყო საუბარი იმაზეც, რომ როდესაც საქართველოში სასტუმროებს წერლობით უკავშირდებიან, ჯავშანზე ან სხვა სერვისზე, 3–4 დღეს ან კიდევ უფრო მეტხანს ანდომებენ საპასუხო წერილის გასაგზავნად. ჩვენ იმდენად ვართ დაინტერესებული ტურისტების მოზიდვაში, რომ ყველა ნიუანსი, დეტალი, რაც პრობლემას ან თუნდაც პატარა დისკომფორტს უქმნის ჩვენს პარტნიორს, აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ, თანაც ოპერატიულად. ჩვენ ხომ ისედაც, ისტორიულად ბევრი დრო დავკარგეთ, შესაბამისად, არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ მსგავსმა ხარვეზებმა ჩვენი განვითარება შეაფერხოს.

თქვენ, როდესაც ჩინეთზე საუბარობდით აღნიშნეთ, რომ თუ ვინმემ იცის საქართველოზე – ეს დაკავშირებულია სტალინთან. საქართველოში არაერთხელ ყოფილა იმაზე საუბარი, რომ სტალინი შეიძლება კარგად გაიყიდოს ჩინეთში და ამით ბევრი ტურისტი მოვიზიდოთ. თქვენ რა აზრის ხართ ამაზე?

მე ვისურვებდი, რომ საქართველო მხოლოდ სტალინთან არ იყოს დაკავშირებული, რადგან ჩინეთშიც კი მის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. ახალგაზრდა თაობაში, ისეთი ფანატური დამოკიდებულება არ არსებობს, როგორიც მაგალითად, უფრო ასაკოვან ადამიანებშია. არ ვთვლი, რომ მხოლოდ სტალინით მოხდეს ჩინურ ბაზარზე საქართველოს, როგორც ტურისტული ადგილის პოზიციონირება. ჩვენ უფრო საინტერესო რამ გვაქვს ისტორიაში. მე დარწმუნებული ვარ, როდესაც ჩინელ ტურისტამდე მივიტანთ ჩვენს ისტორიას, ისინი ძალიან დაინტერესდებიან საქართველოთი. თქვენ იცით, რომ მსოფლიოში ძალიან ბევრი ქვეყანა სხვადასხვა ლეგენდებს იგონებს, რათა მოიზიდონ ტურისტები. ჩვენ, იმხელა ისტორია გვაქვს, რომ არც გვჭირდება რამის მოგონება. ჩვენ გვჭირდება მხოლოდ პოტენციურ სტუმართან მივიტანოთ საქართველოს შესახებ ინფორმაცია. ჩვენ, არ ვართ მხოლოდ სტალინთან დაკავშირებული ქვეყანა და ერი. ჩვენი ფესვები უფრო ღრმაა და საინტერესო. სწორედ აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ ვისაც უნდა სტალინის მუზეუმის მონახულება, კი ბატონო, მოინახულოს, მაგრამ ჩვენი – საქართველოს პოზიციონირება არ უნდა ხდებოდეს სტალინის თემით.

თქვენ იცით, რომ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა საქართევლოში ჩინელების ჩამოსვლასთან დაკავშირებით. როგორია ჩინელი ტურისტი, რა განასხვავებს მას, სხვა ქვეყნის ტურისტებისგან და რატომ არის ის სსურველი სტუმარი?

საქართველო ის ქვეყანა, სადაც ლეგენდებით ცხოვრობს საზოგადოების ნაწილი. ძალიან ხშირად მსმენია ჩინელებთან დაკავშირებული სხვადასხვა მოსაზრებები. დროა, როგორც ჩინელებმა უნდა გაიგონ თანამედროვე საქართველოს შესახებ, ასევე ჩვენც – ქართველებმა უფრო მეტი ვიცოდეთ თანამედროვე ჩინეთზე. დროა, დაიმსხვრეს ის მითი, რომ ერთ დღეს ჩინეთიდან საქართველოში მასობრივად ჩამოვლენ საცხოვრებლად და ამით თითქოსდა რაღაც საშიშროება არსებობდეს. დღეს ჩინეთში ძალიან საინტერესოდ ცხოვრობენ, ამიტომ არ დგას საკითხი ისე რომ საქართველოში მათი გადასახლების პროცესი დაიწყოს.

რაც შეეხება, თუ როგორია ჩინელი ტურისტი, დღეს ჩინელი ტურისტს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს, ყველაფერი აინტერესებს, როდესაც ტურისტად ჩადის უცხო ქვეყანაში. მოსწონს, როდესაც წინასწარ აქვს გაწერილი ვიზიტი. დღეს, ჩინელი ტურისტი ნებისმიერი ქვეყნისთვის სასურველი სტუმარია, რადგან ის საშუალოდ 1000 დოლარიდან და თუ შესაბამისი კომფორტი აქვს 2000 დოლარამდეც კი ხარჯავს. შესაბამისად, არც ჩვენ უნდა ვიყოთ გამონაკლისი. ყველა პირობები უნდა შეუქმნათ მათ, რომ კომფორტულად იგრძნონ თავი. ჩინელი ტურისტი კომფორტზეა ორიენტირებული, შესაბამისად ეს კომფორტი ჩვენ უნდა შევუქმნათ. რადგან როდესაც ტურისტი მზადაა კარგად გადაიხადოს კომფორტისთვის, ეს შესაძლებლობა მას უნდა მიეცეს.

რამდენად იძლევა ამ კომფორტის შემქნას დღეს საქართველოში არსებული ინფრასტრუქტურა?

უნდა აღინიშნოს, რომ ტურიზმი ეკონომიკის ერთ–ერთ პრიორიტულ მიმართულებად იყო და რჩება დღესაც. მართალია, ახალი ხელისუფლებაში მოსვლის დროს მათი დამოკიდებულება ტურიზმის მიმართ არა მკაფიო და გასაგები იყო, მაგრამ დღეს ვხედავთ რომ ტურიზმი პრიორიტეტულია. შესაბამისად, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელრება მიმდინარეობს, ახალი აეროპორტების მშენებლობაც დაიწყო. ბუნებრივია, გვახსოვს ასევე ქუთაისის აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებული სკეპტიკური განცხადებები, მაგრამ დღეს ქუთაისის აეროპორტი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ქართულ ბაზარზე კიდევ უფრო მეტი კომპანია შემივიდეს. მისასალმებელია, დღევანდელი ხელისუფლება აგრძელებს აეროპორტების მშენებლობას და ტურიზმის მიმართულება დინამიურად ვითარდება.

როდესაც საუბარი გვაქვს ჩინელი ტურისტისთვის კომფორტის შემქნას, აქ გარდა სასტუმროებისა და ისტორიულ ადგილებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისა, მხედველობაშ მაქვს „Shopping”-ის მიმართულება. ჩინელები ძალიან ბევრს ხარჯავენ „Shopping”–ზე. ჩინეთში ძალიან ძვირი ღირს წამყვანი ბრენდები. შესაბამისად, როდესაც ჩადიან სხვ ქვეყნებში, ძალიან ბევრს ყიდულობენ. შესაბამისად, თუ ჩვენ „Shopping”–სთვის ვიქნებით ჩინელი ტურისტისთვის საინტერესო, ძალიან კარგ შემოსავალს მოუტანს ჩვენს ქვეყანას. ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, 2015 წელს ჩინელმა ტურისტებმა საზღვარგარეთ მოგზაურობისას $215 მილიარდი დოლარი დახარჯეს, რაც მსოფლიო მოგზარობის ხარჯების 17%–ია. ჩინელები, ყველაზე მეტს ე.წ. სუვენირებზე, კოსმეტიკაზე, ფუფუნების საგნებზე და ტანსაცმელზე ხარჯავენ. სწორედ ამიტომ, ნებისმიერი ქვეყნისთვის ჩინელი ტურისტი ყველაზე სასურველი სტუმარია, რადგან ამავე ორგანიზაციის თანახმად, სწორედ ჩნელი ტურისტები ხარჯავენ ყველაზე მეტს მოგზაურობისას.

ასევე მნიშვნელოვანია კვების საკითხი. ზოგადად ჩინელებისთვის კვება – ყველაზე მნიშვნელოვანია და ძალიან დიდი ყურადღებას უთმობენ. ბუნებრივია, საქართველოში ჩამოსვლის დროს ქართული კერძები ძლიან მოსწონთ, თუმცა ჩვენი კრეძები მათთვის ძალიან მძიმეა, შესაბამისად ცდილობენ საკუთარი კერძებით იკვებონ და ეძებენ რესტორნებს, ან მაღაზიებს სადაც შეიძლება იყიდონ მათთვის საჭირო პროდუქტი. ჩვენ ყველა პირობა უნდა შეუქმნათ, იქნება ეს ჩინელი თუ სხვა ქვეყნის ტურისტი, რათა ქონდეთ არჩევანი თუ სად დახარჯონ ფული. უზარმაზარი პოტენციალი არსებობს ამ მიმართულებით და ამ პოტენციალის გამოყენება და რეალიზება ისევ და ისევ ჩვენს ხელშია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42