ფინეთის ხელისუფლებას სასკოლო პროგრამიდან საგნების ამოღება სურს. შესაბამიდან, სკოლებში აღარ ჩატარდება მათემატიკას, ლიტერატურას, ისტორიას, ფიზიკას ან გეოგრაფიის გაკვეთილები.
ჰელსინკის განათლების განყოფილების ხელმღვანელი, მარჯო კილონენი აცხადებს, რომ სკოლები, რომლებიც მოძველებული მეთოდებით ასწავლიან, ეფექტის მომტანი 1990-ანი წლების დასაწყისში იყვნენ.
„დღეს კი საჭიროებები შეიცვალა, შესაბამისად ჩვენ გვჭირდება ისეთი რამ, რაც 21-ე საუკუნის მოთხოვნებს შეესაბამება” - აცხადებს კილონენი.
ინდივიდუალური საგნების ნაცვლად, მოსწავლეები მოვლენებს ან ფენომენებს ინტერდისციპლინური ფორმატით შეისწავლიან. მაგალითად, მეორე მსოფლიო ომი განხილული იქნება ისტორიულ, გეოგრაფიულ და მათემატიკური ჭრილში. ასევე მოსწავლე გაივლის საგანს, პირობითი სახელით – „კაფეში მუშაობა“, ისინი მიიღებენ პრაქტიკულ ცოდნას ინგლისური ენის, ეკონომიკისა და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების მიმართულებით.
ეს სისტემა მაღალ კლასებში იმ მოსწავლეებისთვის ამოქმედდება, რომლებიც 16 წლის და მეტის არიან. გადაწყვეტილების იდეა კი იმაში მდგომარეობს, რომ მოსწავლეებმა თავად უნდა აირჩიონ მათთვის საინტერესო თემები და მოვლენები, მათი სამომავლო მიზნების, ამბიციებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით. ამ გზით, არც ერთი სტუდენტი აღარ გაატარებს ფიზიკის ან ქიმიის გაკვეთილს იმაზე ფიქრში - “რაში მჭირდება ამის ცოდნა?“
დაგეგმილია მოსწავლე-მასწავლებლის ტრადიციული კომუნიკაციის ცვლილებაც. მოსწავლეები აღარ ისხდებიან სასკოლო მერხებთან და ნერვიულობით არ დაელოდებიან, როდის დაუსვამს მასწავლებელი კითხვას. ამის ნაცვლად, ისინი ერთად, პატარა ჯგუფებში იმუშავებენ, რომლებიც საკითხების განხილვაზე იქნება ფოკუსირებული.
ფინური საგანმანათლებლო სისტემა კოლექტიური მუშაობის წახალისებს ცდილობს, ამიტომაც გარკვეული ცვლილებები შეეხება მასწავლებლესაც.
სკოლის რეფორმა სხვადასხვა საგნის მასწავლებლებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას მოითხოვს.
ჰელსინკელი მასწავლებლების 70%-მა უკვე გაიარა ახალი სისტემისათვის მოსამზადებელი კურსი. სისტემის ამოქმედების შემდეგ კი მათი ანაზღაურება გაიზრდება.
სასკოლო სისტემაში ცვლილების განხორციელება 2020 წლისთვის არის დაგეგმილი.
მასალის გამოყენების პირობები






