ერთი წლის წინ, საზოგადოება შიშმა და დაუცველობამ მოიცვა.
ერთი წლის წინ, ევროპის შუაგულში, პარიზში უდანაშაულო ადამიანები დაიხოცნენ.
პარიზის სისხლიანი ტერაქტებიდან ერთი წელი გავიდა. საფრანგეთის მოსახლეობა თავდასხმების შედეგად დაღუპულებს იხსენებს.
2015 წლის 13 ნოემბრის პარასკევს, საფრანგეთის დედაქალაქში ერთდროულად 6 ტერაქტი მოხდა. შეიარაღებული პირები საკონცერტო დარბაზს, სტადიონსა და რესტორნებს დაესხნენ თავს, რასაც 137 ადამიანი ემსხვერპლა, 368 - კი დაშავდა.
ტერაქტებზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
ყველაზე დიდი მსხვერპლი პარიზის ცენტრში ბატაკლანის საკონცერტო დარბაზში მომხდარ თავდასხმას მოჰყვა, სადაც 100 ადამიანი დაიღუპა. ტერორისტები შენობაში ამერიკული როკბენდის Eagles of Death Metal-ის კონცერტის დროს შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს, შემდეგ კი გადარჩენილები მძევლად აიყვანეს. ანტიტერორისტულმა ძალებმა შენობაზე იერიში მიიტანეს, რა დროსაც ტერორისტების ნაწილმა თავი აიფეთქა, რამდენიმე თავდამსხმელი კი სამართალდამცველებმა მოკლეს და გადარჩენილი მძევლები გაათავისუფლეს.
თავდასხმებში სულ 9 ტერორისტი მონაწილეობდა. 7-მა მათგანმა თავი აიფეთქა. სენ დენში განხორციელებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს, თავი აიფეთქა ერთ-ერთმა ქალმა ტერორისტმაც, ხოლო ტერატქების სავარაუდო ორგანიზატორი, აბელჰამიდ აბაუდი სნაიპერმა გაანეიტრალა. კიდევ ერთი მთავარი ფიგურანტი სალაჰ აბდესლამის ბრიუსელში დააკავეს. მისი ექსტრადირება საფრანგეთში განხორციელდა, თუმცა დუმილის უფლებას იყენებს და გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს.





















მასალის გამოყენების პირობები






