რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ როსტურიზმის ხელმძღვანელის მრჩეველმა, სვეტლანა სერგეევამ განაცხდა.
მისივე თქმით უწყება ურჩევს რუსეთის მოქალქეებს, საქართველოში ტურისტული ვიზიტების დაგეგმვისას აქტუალური რისკები გაითვალისწინონ.
სერგეევის თქმით, 2008 წლის მოვლენების შემდეგ, დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში საქართველოში უკიდურესად შეზღუდულია რუსეთის მოქალაქეების საკონსულო და სამართლებრივი დაცვის შესაძლებლობები.
რუსული მედია საქართველოში მოქმედი “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის” შესახებ წერს, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩასული უცხოელებისთვის ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის სასჯელს ითვალისწინებს. სააგენტოები წერენ, რომ 2015 წელს ამ კანონის საფუძველზე რუსეთის სამი მოქალაქე დააპატიმრეს, რამდენიმე კი დააჯარიმეს, რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ გამოძიების დაწყების ფაქტები მიმდინარე წელსაც დაფიქსირდა.
მასალის გამოყენების პირობები






