გადასახადის ზრდას ითვალისწინებს 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი, სადაც აქციზიდან შემოსავალი 1.085 მლრდ ლარს უტოლდება. 2016 წლის გეგმის მიხედვით, აქციზიდან შემოსული თანხა 1.012 მლრდ ლარია,
ბიუჯეტი, აქციზის გადასახადის დამატებით 73 მლნ ლარს მიიღებს. მატება, ძირითადად, თამბაქოს პროდუქციაზე დამატებითი გადასახადის ხარჯზე მოხდება.
რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს, როგორც "რეზონანსს" სამინისტრომ განუცხადა, ამ დროისათვის 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა: "გაცნობებთ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე. მას შემდეგ, რაც უკვე შეიკრიბება ახალი მოწვევის პარლამენტი, მთავრობა წარადგენს 2017 წლის ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტს და პარლამენტის წევრებთან ერთად, გააგრძელებს მუშაობას მომავალი წლის ბიუჯეტის საბოლოო ფორმირებამდე. გაგრძელდება აქტიური მუშაობა როგორც სამინისტროებთან, ისე პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან", - აცხადებენ სამინისტროში.
წყარო "რეზონანსი"
მასალის გამოყენების პირობები






