როგორც დონალდ ტრამპმა განაცხადა, მისთვის დიდი პატივია თეთრ სახლში ბარაკ ობამასთან შეხვედრა.
შეხვედრის დასრულების შედმეგ ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ საუბარი საკითხების ფართო სპექტრს შეეხო. მისი თქმით, განიხილეს საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხები.
თეთრ სახლში ბარაკ ობამასა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებმა მოქმედი და ახალარჩეული პრეზიდენტებისთვის კითხვების დასმა სცადეს.
ბარაკ ობამამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ კითხვებზე პასუხი გათვალისწინებული არ იყო.
შემდე კი, ტრამპს მიუბრუნდა და უთხრა: "ერთი კარგი წესია აქ: არ უპასუხო კითხვებს, როდესაც ისინი ყვირილს იწყებენ".
შეგახსენებთ, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს ჩატარდა, რომლის შედეგებითაც გაირკვა, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ქვეყანას 45-ე პრეზიდენტი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი მართავს.
მასალის გამოყენების პირობები






