ლეონარდ კოენი 1934 წელს მონრეალში დაიბადა, სტუდენტობის პერიოდიდან დაკავდა ლიტერატურით და რამდენიმე პოეზიის კრებული და რომანი გამოაქვეყნა.
მისი მუსიკალლური კარიერა 60-იანი წლების ბოლოს დაიწყო. პირველი ალბომი 1967 წელს გამოვიდა. 70-იანების ბოლოს და 80-იანი წლების დასაწყისში კოენის მიმართ ინტერესი შენელდა, თუმცა 80-იანების შუა პერიოდში ის კვლავ გახდა პოპულარული მისი ალბომისVarious Positions-ის გამოსვლის შემდეგ.
ლეონარდ კოენის მუსიკალური კარიერა დაახლოებით 50 წელს გაგრძელდა.
ლეონარდ კოენი ბუდიზმით იყო დაინტერესებული და 1996 წლიდან ის კალიფორნიაში ბუდიზმის მიმდევარი მონაზონიც იყო. 4 წლის შემდეგ დაბრუნდა მრავალრიცხოვანი შემოქმედებითი მასალით და 2001 წელს გამოუშვა ალბომი Ten New Songs.
2008 წელს კოენი საკონცერტო ტურნეში გაემგზავრა რომელი 18 თვე გაგრძელდა. 2012 წელს მისი ალბომი Old Ideas-ს გამოვიდა, რომელიც მუსიკალურ ჩარტებში ყვეჰლაზე პოპულარული აღმოჩნდა.
წელს ლეონარდ კოენმა მისი მე-14 ალბომი You Want It Darker გამოუშვა.
ლეონარდ კოენის სიმღერებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს Suzanne, Hallelujah, I'm Your Man, Dance Me to the End of Love, In My Secret Life
ის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პოეტად და მუსიკოსად მიიჩნევა. 2008 წელს ის როკის დიდების ხეივანის წევრი გახდა.









მასალის გამოყენების პირობები






