უსაფრთხოების სავალდებულო წესები 17 მაისის აქციის მონაწილეებისათვის
საზოგადოება - 17:07, 15 May, 2013     452

შეკრება
1. პარლამენტის წინ ვიკრიბებით 12 საათსა და 45 წუთზე. აქცია იწყება პარლამენტთან 1 საათზე და გრძელდება მხოლოდ 30 წუთი.
2. ადამიანები, ვინც თვლიან, რომ ჰომოფობიაზე საუბრის უფლება არ გვაქვს, მსვლელობას იწყებენ ფილარმონიიდან. ამიტომ, ერიდეთ ზემოდან, რუსთაველის გამზირის მხრიდან მოსვლას.
3. როგორც წესი, მეტროპოლიტენში და მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულირებს პოლიცია. ამიტომ, შესაძლოა გერჩივნოთ თავისუფლების მოედნის მხრიდან მოსვლა. თუ გაქვთ შესაძლებლობა, მოდით ტაქსით.
4. შეკრების ადგილზე მოსვლამდე, არ ჩაიცვათ მაისური და არ დაიჭიროთ ხელში პლაკატი, რომელიც მოძალადეებს თქვენი ამოცნობის შესაძლებლობას მისცემს. შეგიძლიათ იდენტობაში წინა დღით დაგვიტოვოთ პლაკატები და ჩვენ მას პარლამენტის წინ მოგიტანთ.
აქცია
1. უპირველეს ყოვლისა, გვახსოვდეს, რომ ვართ ერთი ჯგუფი და არ შეიძლება სხვადსხვა პატარ-პატარა ჯგუფებად დაშლა. უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვისთვის საჭიროა ერთ დიდ ჯგუფად ყოფნა. ორგანიზატორებს პატარა ჯგუფების მობილიზება და მართვა გაუჭირდებათ.
2. კონტრ-აქციის მონაწილეებთან კონტაქტში არავინ არ უნდა შევიდეს. კატეგრიულად აკრძალულია ბარიკადების სხვა მხარეს მდგომ ადმიანებთან დიალოგი. სასტიკად აკრძალულია ხმაური, სასტვენები, გამომწვევი და აგრესიული ქცევა. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორები ვიხსნით ყოველგვარ პასუხისგებლობას. გახსოვდეთ, პოლიცია დააკავებს ნებისმიერ პირს, რომელიც ოდნავ მაინც იქნება შემჩნეული დაპირისპირებაში. ეს ეხება როგორც ლგბტ აქტივისტებს, ისე ჩვენთან დაპირისპირებულ ჯგუფებს.
3. არანაირი დაპირისპირება პოლიციელებთან. უნდა დავემორჩილოთ მათ მოთხოვნებს. ყოვლად დაუშვებელია შელაპარაკება, კამათი, ჩხუბი, ყვირილი და უხეშობა. მხოლოდ პოლიციელთა ხელშია აქციის მონაწილეების უსაფრთხოება. მოვეკიდოთ მათ პატივისცემითა და მაქსიმალური თავშეკავებით.
4. უნდა გვახსოვდეს ჩვენი პროტესტით, არავის შეურაცხყოფა არ მივაყენოთ. აქციაზე აკრძალულია ისეთი სახის პოსტერების, პლაკატების ანდა სხვა დახმარე გრაფიკული საშუალებების მოტანა, რომელიც შეურაცხყოფს მეორე ადამიანს. პლაკატებზე. ერიდეთ რელიგიური სახის მოწოდეებს, მათ შორის ისეთებს, როგორიცაა “ღმერთს ყველა უყვარს” და ასე შემდეგ. ჰომოფობია მთლიანად. საზოგადოების პრობლემაა. ეს აქცია ამაზე ყურადღების გამახვილების მიზნით ტარდება და არა სხვადასხვა ჯგუფებთან საკამათოდ.
5. მაღაზიებისა და სხვა კერძო საკუთრების ობიექტებთან დიდი სიფრთხილის გამოჩენა მართებს აქციის ყველა მონაწილეს, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი აქციის პერიმეტრი მხოლოდ ის არის სადაც საჯარო სივრცეა. არ უნდა დაზიანდეს სხვა ადამიანის საკუთრება, რადგანაც პატივი უნდა ვცეთ საკუთრების უფლებას, ისევე როგორც ჩვენ მოვითხოვთ ჩვენი უფლებებეის პატივისცემას. გარდა ამისა, ეს არის დანაშაული, რაც გამოიწვევს პროტესტანტის/ბის დაპატიმრებას და შემდეგში დაჯარიმებას. მერიიდან მოსული წერილის მიხედვით, რამდენიმე ასეული ლარით დაჯარიმდება თითოეული პირი, რომელიც გზის სავალ ნაწილს დაიკავებს, ხოლო შეკრების უფლება მხოლოდ 12-დან 2 საათამდე გვაქვს.
6. უსაფრთხოდ დაშლის მიზნით, ნუ მოიხატავთ სახეს და ნუ ატარებთ ზედმეტ ნივთებს. პოლიცია მობილიზებული იქნება ადგილზე მაგრამ შესაძლოა ვინმე აგედევნოთ დაშლის შემდეგ.ამიტომ არ ატაროთ ისეთი ნიშანი, რომელიც მოძალადეს თქვენი ამოცნობის საშუალებას მისცემს. ყველა პლაკატი და მაისური უნდა დატოვოთ პარლამენტთან. იდენტობა მათ მომდევნო დღეებში დაგიბრუნებთ.
დაშლა
1. აქციის დასასრულს მონაწილეები იშლებიან პატარა ჯგუფებად, მაქსიმუმ 3 ადამიანის შემადგენლობით. დაუშვებელია 5 ან მეტი ადამიანის ერთად გადაადგილება, რადგანაც ეს საფრთხეს შეუქმნის მათ უსაფრთხოებას. არ წახვიდეთ შინ მარტო.
2. საზოგადოებრივ ტრანსპორტში არ არის სასურველი აქციის ატრიბუტიკით გამოჩნდეთ, ამით თქვენ მოერიდებით აგრესიასა და მის შედეგებს. თქვენი უსაფრთხოებისთვის, აქციის დასრულების შემდეგ, ადგილზე გვიტოვებთ ყველა პლაკატს, პოსტერსა და მაისურს.
3. დაშლა ხდება მეტრო თავისუფლების მოედნის მხარეს, მეტროპოლიტენით ან ტაქსებით.
რა უნდა გვახსოვდეს მედიასთან ურთიერთობისას
აქციის მიზანია ჰომოფობიის პრობლემაზე მიაქციოს საზოგადოების ყურადღება. ერთად შევასრულოთ აქციის ეს მიზანი და არ მივცეთ საშუალება ჟურნალისტებს, სკანდალისა და დაპირისპირების საგნად აქციონ ეს შეკრება. თუ ინტერვიუს მისცემთ, ყურადღება გაამახვილეთ ლგბტ პირთა მიმართ ძალადობაზე, რომელიც ყოველდღე, ცხოვრების ყველა სფეროში ხდება და არა იმაზე, თუ რას ვფიქრობთ იმ ადამიანებზე, რომლებიც იმ დღეს ჩვენს შეკრებას აპროტესტებენ.
ზოგადად, მედიასთან ურთიერთობს მხოლოდ აქციის ორგანიზატორთა ჯგუფის მიერ გამოყოფილი ადამიანი – სპიკერი. გაუგებრობისა და დეზინფორმაციის გავრცელების აღმოფხვრის საუკეთესო საშუალებაა ისაუბრონ მხოლოდ კომპეტენტურმა ადამიანებმა.

 





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42