09:00 საათზე - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.
მის: ინგოროყვას ქ. #7
10:30 საათზე - ქალაქ ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო სარჩელს განიხილავს. დავის საგანია სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლი (ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება). საკონსტიტუციო სარჩელის წარმომადგენელი - ვახუშტი მენაბდე.
მის: ბათუმი, მ. აბაშიძის ქ.16/18, საკონსტიტუციო სასამართლო
11:00 საათზე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთობლივი ბრიფინგი გაიმართება. თემა: სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ გახსნილი საქმე. მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ., N 72
11:00 საათზე - პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, „სითი ინსტიტუტი - თბილისის“ ხელმძღვანელი მამუკა სალუქვაზე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: თბილისის განვითარების გენერალური გეგმის კონცეფცია მზადაა - რას მოიცავს დოკუმენტი და რა ეტაპზეა მისი დამტკიცება.
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო პირი ეკა გულუა – 599726565
11:30 საათზე - პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ეკონომისტი ლევან კალანდაძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: არჩევნები ამერიკაში და საქართველო; ეროვნული ვალუტა და ეკონომიკური მაჩვენებლები.
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო პირი ეკა გულუა – 599726565
12:00 საათზე - „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე პარტიის ოფისში საგანგებო განცხადებას გააკეთებს.
მის: ლვოვის #82.
საკონტაქტო: ჯილდა მაჭავარიანი - 599 27 29 87
12:00 საათზე - ტრანსპორტის პროფკავშირის ორგანიზებით, იპოდრომის ცენტრალურ შესასვლელთან ტაქსის მძღოლები შეიკრიბებიან და პროფკავშირის დაფუძნების და სფეროში არსებული პრობლემების შესახებ სპეციალურ განცხადებას გააკეთებენ.
14:00 საათზე - განათლების და მეცნიერების სამინისტროში „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართება თანამონაწილეობითი გენდერული შეფასების (გენდერული აუდიტის) დოკუმენტის პრეზენტაცია.
14:00 საათზე - წალკისა და წალკის მუნიციპალიტეტის სოფ. ნარდევანის მოსახლეობა მთავარ პროკურატურასთან საპროტესტო აქციას გამართავს.
თემა: ქვემო ქართლის სამხარეო პროკურატურის უკანონო ქმედება.
16:00 საათზე - “თიბისი გალერეაში” გაიმართება მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ მონაწილეთა პროექტების გამოფენა და გამარჯვებულების დაჯილდოება.
მასალის გამოყენების პირობები






