„ბიბისის“ ცნობით, როგორც ტრამპმა, თავის კოლეგა პაკ კინ ჰესთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, აშშ კვლავ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს და ჩრდილოეთ კორეის აგრესიის შემთხვევაში, სამხრეთ კორეას დაიცავს.
სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია პაკ კინ ჰეს ადმინისტრაციამ გაავრცელა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, როგორც დონალდ ტრამპმა განაცხდა, ის სრულიად ეთანხმება სამხრეთ კორეის ლიდერს, რომ ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის უნდა განვითარდეს.
2016 წელს, ჩრდილოეთ კორეამ რამდენიმე ბირთვული ცდა ჩაატარა, ბალისტიკური რაკეტები გაუშვა სამხრეთ კორეის მიმართულებითაც, რომლებიც ზღვაში ჩავარდა. ამის საპასუხოდ, გაერომ ოფიციალური ფხენიანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა, აშშ-ის ავიაციამ კი რამდენიმე საჩვენებლი ფრენა განახორციელა.
სამხრეთ კორეა, აშშ-ის მოკავშირე ქვეყნად ითვლება. ჩრდილოეთ კორეის და ჩინეთის პროტესტის მიუხედავად, ვაშინგტონი სამხრეთ კორეაში რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექსის THAAD განთავსებას გეგმავს.
მასალის გამოყენების პირობები






