ბავშვთა და ოჯახის საკითხებზე ლოს ანჯელესის სოციალურმა დეპარტამენტმა მსახიობ ბრედ პიტის წინააღმდეგ „შვილებისადმი სასტიკად მოპყრობის ბრალდებით“ დაწყებული გამოძიება დაასრულა და საქმე დახურა.
სოციალური სამსახური ბრედ პიტის მიერ 15 წლის შილის, მედოქსის ცემის ფაქტს იძიებდა. სოც.სამსახურის განცხადებით, აღნიშნული ფაქტი არ დადასტურდა.
შეგახსენებთ, პიტის მიერ მედოქსისთვის ხელის გარტყმა დასახელდა ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის განქორწინების მიზეზად.
ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის 12 წლიანი ურთიერთობის დანგრევის ერთ-ერთ ვერსიად თავიდანვე ბავშვები დასახელდა. კერძოდ ბავშვების აღზრდაში ბრედის მეთოდები. შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ ჯოლიმ პიტთან დაშორების გადაწყვეტილება, ბრედის მიერ მათი ერთ-ერთი შვილის მედოქსის ცემის გამო მიიღო.
გავრცელებული ცნობით, წყვილი შვილებთან ერთად საფრანგეთიდან ლოს ანჯელესში კერძო თვითმფრინავით მიფრინავდა. 15 წლის მედოქსთან კამათისას მწობრიდან გამოსულმა ბრედმა მას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ხელი გაარტყა.
ცნობილი გახდა ისიც, რომ ბრედ პიტმა და ანჯელინა ჯოლიმ შვილების საცხოვრებელი ადგილის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.
შეთანხმების თანახმად, ბავშვები დედასთან იცხოვრებენ, პიტი კი მათ ”თერაპევტული ვიზიტებით” ეწვევა.
მანამდე მედია წერდა, რომ პიტმა ბავშვების მეურვეობაზე ჯოლისთან ერთად თანაბარი უფლებები მოითხოვა.
მეორე ვერსიით, "ბრანჯელინას" დასასრულის მიზეზი ფრანგი მსახიობის მარიონ კოტიარის და ბრედ პიტის რომანი გახდა. კოტიარი ბრალდებას გამოეხმაურა და პიტთან ყოველგავრი კავშირი უარყო. მისი თქმით, ძალიან დიდი პატივს სცემს წყვილს. მარიონის თქმითვე, მის ცხოვრებაში ერთადერთ მამაკაცი მისი შვილის მამა, მსახიობი გიიომ კანეა, რომლისგანაც მეორე შვილს ელოდება. ბრედ პიტი და მარიონ კოტიარი ერთად თანამოშბენ ახალ ფილმში და ჭორებიც აქედან დაიწყო.
გამოცემა Mirror-მა განქორწინებამდე ერთი კვირის წინ გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, რომელზეც ბედნიერი წყვილი და მათი გოგონა შაილოა ასახული ასახული. ანჯელინა და ბრედი ერთმანეთს ეხუტებიან და შესაძლო განქორწინების აშკარად არაფერი ეტყობათ.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრდ პიტმა ანჯელინას გადაწყვეტილების შესახებ არაფერი იცოდა და დოკუმენტაციის შევსების დღეს გაიგო.
ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის რომანი 2005 წელს, ფილმ "მისტერ და მისის სმიტების" გადაღებაზე დაიწყო, რომელშიც მსახიობები მთავარ როლებს ასრულებდნენ.
წყვილს 6 შვილი ჰყავს. აქედან სამი ნაშვილებია. ბრედმა ანჯელინას 3 ნაშვილები ბავშვი მედოქს ჩივანი (05.08.01წ.), პაქს ტიენი (29.11.03წ.), ზაჰარა მარლი (08.01.05წ.) იშვილა.
თანაცხოვრების პერიოდში კი მათ სამი შვილი გაუჩნდათ შაილო ნუველი (27.05.06წ), ტყუპები –ნოქს ლეონი და ვივიენ მარშელინი (12.07.08წ.)
ანჯელინა და ბრედმა 2014 წელს იქორწინეს.
მასალის გამოყენების პირობები






