„ეს ადვილი არ იქნება, რადგან საპრეზიდენტო კამპანიის წარმართვისას ტრამპისგან ისმოდა პროტექციონიზმის ელემენტები, ასევე შემაშფოთებელი გამოსვლები ქალებსა და სხვადასხვა უმცირესობაზე.“- განაცხადა შულცმა.
მისი თქმით წინასაარჩევნო კამპანია როგორც წესი რეალობისგან განსხვავდება ამიტომ იმედს იტოვებს, რომ ტრამპთან რაციონალური ურთიერთთანამშრომლობა იქნება:
"მაგრამ გამოცდილებიდან ვიცი, რომ წინასაარჩევნო კამპანია, როგორც წესი, განსხვავდება ხოლმე იმ რეალობისგან, რასაც პოლიტიკოსები ატარებენ. ამიტომაც, იმედს ვიტოვებ, რომ გვექნება რაციონალური ურთიერთთანამშრომლობა".- აღნიშნა შულცმა.
შულცის თქმით ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის შედეგად ის მილიონობით ამერიკელის შეშფოთების საგნად იქცა, ამიტომ ახლა მის წინაშე დგას ამოცანა, რომ აშშ-ს პოლარიზებული მოქალაქეები გააერთიანოს.
„ტრამპის როლი დიპლომატიაში და შეთანხმებებში გამოიცდება პირველივე დღიდან ისეთ საკითხებთან მიმართებაში, როგორიცაა სირია, ერაყი, უკრაინა თუ ლიბია. გლობალური დათბობიდან დაწყებული , ნატოს მიმართ ერთგულებით დამთავრებული. მსოფლიო ელის და იმედი აქვს რომ საპრეზიდენტო მოღვაწეობა მიმართული იქნება საერთაშორისო ურთიერთობების ფორმირებაზე და დაიცავს თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულებებს“- განაცხადა მარტინ შულცმა.
მასალის გამოყენების პირობები






