ირმა ქავთარაძემ „ექსპო ჯორჯიაში“ ორი საერთაშორისო გამოფენა გახსნა
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:51, 09 Nov, 2016     1488
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ ორი საერთაშორისო გამოფენის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო, რომელიც საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ გაიმართა. ირმა ქავთარაძესთან ერთად, გამოფენის გახსნაში მონაწილეობდა ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი.

საერთაშორისო გამოფენებში Elcomm Caucasus 2016 და Aquatherm Tbilisi 2016 ენერგეტიკის, ელექტროტექნიკის, ტელეკომუნიკაციების, გათბობის, ვენტილაციის, კონდიცირების, წყალმომარაგების, სანტექნიკისა და განახლებადი ენერგიის სექტორებში მომუშავე 40-მდე კომპანია მონაწილეობდა. ისინი წარმოადგენდნენ საქართველოს, თურქეთს, ესპანეთს, არაბთა გაერთიანებულ საემიროებს, უკრაინას, რუსეთს, სომხეთს, ინდოეთს, ირანს, ჩეხეთსა და პორტუგალიას.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირმა ქავთარაძის განცხადებით, ენერგოეფექტური მოწყობილობების, სისტემების და მასალების სექტორი საქართველოში ძალიან პერსპექტიული დარგია და ქმნის ახალი ტიპის პროფესიებს და ახალ სამუშაო ადგილებს.

„კლიმატის ცვლილებას ჩვენ ყველანი ვგრძნობთ და ამდენად, მნიშვნელოვანია, დავნერგოთ ახალი ტიპის სისტემები და მასალები, რომელიც ეფექტურად დაზოგავს არა მარტო ენერგიას, არამედ რესურსების სხვადასხვა სახეებს,“ - განაცხადა ირმა ქავთარაძემ. მისი ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მუშავდება მწვანე ზრდის პოლიტიკის დოკუმენტი. გარდა ამისა, მალე ხელი მოეწერება OECD-ის (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) მწვანე ზრდის დეკლარაციას. „ამით საქართველო გააკეთებს განაცხადს, რომ მოწინავე ქვეყნებს შორის ვართ და გვინდა სწრაფი და მდგრადი ეკონომიკური განვითარება,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძემ.

ორივე გამოფენის მიზანს საქართველოში უახლესი ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო გამოცდილების შემოტანა, ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებს შორის საქმიანი პარტნიორობის სტიმულირება და შესაბამისი სექტორების განვითარება წარმოადგენს.

გახსნის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, საპატიო სტუმრებმა მონაწილეთა საგამოფენო სტენდები დაათვალიერეს და გამოფენის მონაწილეებს გაესაუბრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42