„აი სი ჯგუფში“ განხორციელებული 7 მილიონ ლარამდე ინვესტიცია კომპანიის ზრდასა და განვითარებისთვის იქნება მიმართული
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:47, 09 Nov, 2016     1633
„სადაზღვევო კომპანია „აი სი ჯგუფსა“ და „საერთაშორისო სადაზღვევო კონსორციუმს“ შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელიც სადაზღვევო კომპანიის განვითარებისთვის 7 მილიონ ლარამდე ინვესტიციის განხორციელებას ითვალისწინებს. საინვესტიციო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს „აი სი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ მეზურნიშვილმა და „საერთაშორისო სადაზღვევო კონსორციუმის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა, ჯეიკობ ვესტერლაკენმა. „საერთაშორისო სადაზღვევო კონსორციუმის“ (ნიდერლანდები) დამფუძნებელმა და დირექტორმა, ჯეიკობ ვესტერლაკენმა აღნიშნა, რომ დაზღვევის სფერო საქართველოში ვითარდება. მისი თქმით, ”აი სი ჯგუფი” მათი სრულყოფილი პარტნიორია.


როგორც „აი სი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ მეზურნიშვილმა აღნიშნა, აღნიშნული თანხა კომპანიის განვითარებას მოხმარდება.

””საერთაშორისო სადაზღვეო კონსორციუმი“ ევროპული წარმოშობისაა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ქვყნებზეა ორიენტირებული. დიდი გამოცდილება გააჩნია, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სადაზღვევო ბაზარზე. ხელშეკრულება ითვალისწინებს კონსორციუმის მიერ 7 მილიონი ლარამდე ინვესტიციის განხორციელებას სადაზღვეო კომპანია „აი სი ჯგუფში“ . ეს თანხა იქნება მიმართული კომპანიის განვითარებისთვის. მომდევნო წელს ძალიან ბევრი სიახლე იქნება შეთავაზებული ჩვენი კლიენტებისთვის და ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრ სურპრიზს შევთავაზებთ იმ კლიენტებს, რომლებიც დღეისათვის არიან დაზღვეული. ჩვენ თებერვალში ვგეგმავთ კიდევ ერთ უფრო კონკრეტულ პრეზენტაციას, ამ ეტაპზე ხელმოწერის ცერემონიაა, ამიტომ გარკვეულ ინფორმაციას საზოგადოებას თებერვალში გავაცნობთ, როდესაც მზად იქნება მთელი გეგმა მომდევნო წლისთვის”, - განაცხადა თენგიზ მეზურნიშვილმა.

„როდესაც სურვილი გაქვს ინვესტიცია განახორციელო, ირჩევ ქვეყანას, რომელსაც უდიდესი პოტენციალი გააჩნია აღნიშნულ სფეროში და უნარი შესწევს განახორციელოს მნიშვნელოვანი პროექტები. უმთავრესია ქვეყნას ჰქონდეს საჭირო განათლება ბიზნესის სფეროში და გარკვეული გამოცდილება მარკეტინგში. საქართველო სწორედ ის ქვეყანაა, და „აი სი ჯგუფი“ ის სადაზღვევო კომპანია, სადაც უნდა განახორციელო ინვესტიცია“, - აღნიშნა „საერთაშორისო სადაზღვევო კონსორციუმის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა, ჯეიკობ ვესტერლაკენმა.

ინვესტიცია სადაზღვევო კომპანიის ზრდასა და განვითარებისთვის იქნება მიმართული, გაიზრდება სამუშაო ადგილების რაოდენობა და ახლო მომავალში „აი სი ჯგუფი“ სადაზღვევო ბაზარზე განახლებული სახით გააგრძელებს ოპერირებას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ და სიტყვით გამოვიდნენ: თენგიზ მეზურნიშვილი - „აი სი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი; ჯეიკობ ვესტერლაკენი - „საერთაშორისო სადაზღვევო კონსორციუმის“ (ნიდერლანდები) დამფუძნებელი, დირექტორი; იოსებ გოგოლაშვილი - სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი; დევი ხეჩინაშვილი - სადაზღვევო კომპანიების ასოციაციის თავმჯდომარე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42