„ბიძინა ივანიშვილის მთავრობა ეკონომიკაში მკვეთრად მარცხნივ გადაიხარა“
პოზიცია - 14:15, 15 May, 2013     780

 

ახალმა ხელისუფლებამ აირჩია მკვეთრად მემარცხენე მიდგომები ეკონომიკაში. ეს უკვე ნათელია და საზოგადოებისთვის ცხადია. სამწუხაროდ, ჩვენ ქვეყანაში თანდათან ყალიბდება ეკონომიკის მართვის ძველი, წარსულიდან ჩვენთვის კარგად ნაცნობი სოციალისტური მოდელის და თანამედროვე რუსული ოლიგარქიულ–ბიუროკრატიული მოდელის ერთგვარი ნაზავი. ამ მოდელმა საქართველოშიც და თავად რუსეთშიც არაერთხელ დაამტკიცა, რომ ეს პოლიტიკა არაეფექტური და გრძელვადიან პერსპექტივაში საზოგადოებისთვის და სახელმწიფოს განვითარებისათვის არაფრის მომცემია.


საზოგადოებაში ისევ ჩნდება კითხვის ნიშნები ხალისუფლების მაღალჩინოსნების და ხელისუფლებასთან დაახლოვებული პირების მიერ ბიზნესი სფეროების გადანაწილების შესახებ. თუ ადრე კეზერაშვილი აკონტროლებდა გადაზიდვებს, რკინიგზას და ნავთობპროდუქტებს, დღეს ეს სფეროები პრემიერთან დაახვოებულმა ხუხაშვილებმა და მაღალჩინოსანმა ხვედელიძეებმა უნდა აკონტროლონ?! გადაზიდვების ბიზნესი სახელმწიფოს ექსკლუზიური უფლება უნდა გახდეს და მხოლოდ მან უნდა აკონტროლოს ეს სფერო?! მონოპოლისტურ მდგომარეობაში უნდა ჩააყენოს მთავრობამ ფოსტა და სრული კონტროლი დააწესოს ამ ბიზნესზე?! პრემიერ მინისტრის მრჩეველმა ხუხაშვილმა ან პრემიერთან ახლო მდგომმა სხვა რომელიმე პირმა უნდა აკონტროლოს კვერცხის და სხვა მომგებიანი ან ფინანსურად მიმზიდველი ბიზნესები?!


დღეს ამ პოლიტიკის პირველი ნეგატიური შედეგები უკვე სახეზეა:


 ეკონომიკური ზდრის მკვეთრად შემცირებული მაჩვენებელი;
 ბიზნეს აქტივობის და საწარმოთა ბრუნვის მნიშვნელოვანი შემცირება;
 კომერციული ბანკების საკრედიტო აქტივობის საგრძნობი შემცირება;
 პირდაპირი უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციების საგანგაშოდ დაბალი მაჩვენებელი.


სამწუხარო და შემაშფოთებელი არის არა ის, რომ ამა თუ იმ თვეში რომელიმე კონკრეტული ეკონომიკური პარამეტრი დაბალია, არამედ ის, რომ ერთის მხრივ, მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუარესებამ ტენდენციური სახე მიიღო და მეორეს მხრივ, ხელისუფლება ზედმეტად მშვიდ, ზედმეტად თავდაჯერებულ და არხეინ პოზას ინარჩუნებს და რაიმე კონკრეტული ზომების, კონკრეტული ანტიკრიზისული სტრატეგიის შემუშავებას დღემდე არ ახდენს და როგორც ჩანს, არც აპირებს. პრემიერის და მთავრობის წევრების პასუხი ყოველთვის ერთია – "ყველაფერი იქნება კარგად 2 წლის შემდეგ, 4 წლის შემდეგ, 10 წლის შემდეგ!" და ასე შემდეგ.


ფაქტია – "საქსტატის" ოფიციალური ინფორმაციით, ეკონომიკური ზრდის წინასწარი მაჩვენებელი 2013 წლის იანვარში 2,9%, თებერვალში – 2,1%, ხოლო მარტში – 0,2%–მდე შემცირდა, რაც შემაშფოთებელი და ფრიად საგანგაშო ტენდენციის სახეს იღებს. "საქსტატის" ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ასევე ძალიან საგანგაშო სურათია ქვეყანაში დღგ–ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მაჩვენებლელის შემცირების თვალსაზრისით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ყველა ამ მონაცემების კატასტროფული შემცირება და განსაკუთრებით კი ის, რომ შემცირებამ უკვე ტენდენციური სახე მიიღო, განსაკუთრებით საყურადღებოა იმ თვალსაზრისით, რომ ეს პირდაპირ ასახავს ბიზნეს სტრუქტურების აქტივობის შემცირების ფრიად სახიფათო ტენდენციაზე ქვეყანაში და რეალურად ნიშნავს, რომ ბიზნესს არ აქვს სტაბილურობის განცდა, გააჩნია ნეგატიური, გაურკვეველი მოლოდინები ხვალინდელი დღისადმი.


ფაქტია ის გარემოებაც, რომ "ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკმა", EBRD–მა საქართველოში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საწყისი 5%-დან 3%-მდე შეამცირა. ამ პათოსს იზიარებენ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიც. ეკონომიკური ზრდის შესახებ მსგავს პესიმისტურ პროგნოზს აკეთებს და სავსებით ობიექტურადაც, "საქართველოს ეროვნული ბანკიც".


"ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებები აბსოლუტურად განსხვავებული იყო და დღეს ახალ მთავრობას მოუწევს საზოგადოებას აუხსნას და განუმარტოს, ერთის მხრივ, რატომ შეცვალა ის მიდგომები, რაც არჩევნებამდე ჰქონდა "ოცნებას" და რატომ აირჩია მკვეთრად მემარცხენე პოლიტიკური კურსი ეკონომიკაში, რატომ ცდილობს დღეს ოლიგარქიულ–ბიუროკრატიულ პრინციპზე დაფუძნებული სახელმწიფო ბიზნეს სტრუქტურების ჩამოყალიბებას ქვეყანაში, რატომ არის ბიზნესის ზოგიერთი სფერო ექსკლუზიურად სახელმწიფო "საკუთრება", რატომ არის ეკონომიკაში სახელმწიფოს პირდაპირი ჩარევა და სახელმწიფო საწარმოების შექმნა უფრო ეფექტური, ვიდრე კერძო ბიზნეს სტრუქტურების განვითარების ხელშეწყობა, რატომ არის სახელმწიფო უწყებების ან სახელმწიფოს მაღალი რანგის მოხელეებთან დაახლოებული პირების მიერ ბიზნესის ზოგიერთ სფეროში ფარული მონოპოლია დასაშვები და წახალისებული, და მეორეს მხრივ, დაუსაბუთოს საზოგადოებას, რატომ არის "ოცნების" ეს ახალი მემარცხენე იდეოლოგია და ბიზნესის ვითომ განვითარების ე.წ. რუსული მოდელი უფრო რაციონალური და სასარგებლო საზოგადოებისათვის.


"ახალი მემარჯვენეები" მიიჩნევენ, რომ მხოლოდ ბიზნესის განვითარებასა და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკა შეიძლება გახდეს ქვეყანაში ეკონომიკური ვარდნის შეჩერების, ეკონომიკის გაჯანსაღების, ინვესტიციების მოზიდვის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის და აქედან გამომდინარე, ოჯახების სოციალური თუ ეკონომიკური პრობლემების ეფექტურად გადაჭრის საფუძველი. ამ მიზნით, "ახალი მემარჯვენეები" კონკრეტულ წინადადებებს და მათზე დროულ რეაგირებას სთავაზობენ მთავრობას:


1. ბიზნეს საქმიანობის დეკრიმინალიზაცია და ეკონომიკური დანაშაულისათვის წინასწარი პატიმრობის მანკიერი პრაქტიკის აკრძალვა;

2. "საგადასახადო კოდექსის", როგორც ორგანულ კანონად ჩამოყალიბება და მისი სტატუსის დაფიქსირება "საქართველოს კონსტიტუციაში". აღნიშნული, მინიმუმამდე შეამცირებს საგადასახადო კანონმდებლობაში ხშირი ცვლილებებისა და დამატებების შეტანის პრაქტიკას, ბიზნეს სექტორში გააჩენს სტაბილურობის მეტ განცდას და საშუალებას მისცემს მეწარმეებს უფრო მეტად პროგნოზირებადი და დაცული გახდეს მათი ბიზნეს საქმიანობა;

3. საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის დღეს არსებული 20%–იანი განაკვეთის 15%–მდე შემცირება;

4. "საგადასახადო კოდექსში" მცირე ბიზნესის სტატუსის შემოღება და გამარტივებული საგადასახადო რეჟიმის დაწესება ნებისმიერი ორგანიზაციულ–სამართლებრივი ფორმის ბიზნეს სტრუქტურებისთვის, და არა მხოლოდ ფიზიკურ პირებიზე ამ სტატუსის გავრცელება, ისე როგორც ეს დღეს მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობაშია. მათ შორის, "მცირე ბიზნესის" სტატუსი და გამარტივებული საგადასახადო რეჟიმი უნდა გავრცელდეს შპს–ებზე, სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივებზე;

5. რეალური კონკურენტული გარემოს შექმნა, მონოპოლიებზე, მათ შორის სახელმწიფოს მონოპოლიაზე რეალური და არა ფასადური უარის თქმა. ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის სრულყოფა და "თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს" რეალური ამოქმედება.
სახელმწიფოს სრულად უნდა თქვას უარი მონოპოლიური ბიზნეს სფეროების ჩამოყალიბებაზე და განსაკუთრებით, ასეთ მონოპოლიურ–ოლიგარქიულ სფეროებში სახელმწიფოს მონაწილეობაზე. ტეთჩერმა ბრიტანეთის და რეიგანმა შეერთებული შტატების ეკონომიკა სწორედ სახელმწიფოს ეკონომიკასა და ბიზნესში მინიმალური ჩარევის პოლიტიკით, სახელმწიფო საწაროთა მასობრივი დენაციონალიზაციით წამოსწიეს წინ ეს ქვეყნები და არა ეკონომიკის ნაციონალიზაციით და სახელმწიფო საწარმოთა შექმნის წახალისებით. ამით მათ რეალურად უზრუნველყვეს ამ სახელმწიფოებში ერთის მხრივ, ეკონომიკური ზრდა და პროგრესი, და მეორეს მხრივ, მოსახლეობის სოციალ–ეკონომიკური მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42