საპარტნიორო ფონდმა „სტარტაპ საქართველოს“ პროექტების დაფინანსება დაიწყო
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:07, 09 Nov, 2016     1755
საპარტნიორო ფონდმა „სტარტაპ საქართველოს“ პროექტში პირველი კონკურსის გამარჯვებულების დაფინანსება დაიწყო. პირველ კონკურსში გამარჯვებულ 36 პროექტიდან 8 ბიზნეს პროექტთან ფონდმა ხელშეკრულება უკვე გააფორმა და პროექტებს დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტი საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ გადასცა. საერთო ჯამში ეს პროექტები 586 700 ლარით დაფინანსდა.

დაფინანსებულ პროექტებს შორისაა „ავტომობილების პარკირება ვერტიკალურ სივრცეში“; „დეკორატიული ფილების და კერამიკული სივრცული აგურის წარმოება/რეალიზაცია“; „ინოვაციური დეკორატიული აგურის წარმოება“; კლინიკა ონლაინ“; Tripplanner; Wingo; Georgian Toys Factory; CARGOHUB. სხვა გამარჯვებულ პროექტების ავტორებთან მიმდინარეობის ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი.

თითოეული გამარჯვებული პროექტი 100 000 ლარის ფარგლებში დაფინანსდება, რის შემდეგ ბიზნეს პროექტის განხორციელება დაიწყება. პროექტების დაფინანსება ხორციელდება პარტნიორთა შეთანხმების ყველა პირობაზე მოლაპარაკების და „სტარტაპ საქართველოსა“ და პროექტების კერძო მფლობელებს შორის ხელმოწერის შემდეგ.

პარალელურად, საპარტნიორო ფონდი „სტარტაპ საქართველოს" პროგრამის ინოვაციურ კომპონენტში ახალი ბიზნეს პროექტებისა და აპლიკაციების მიღებას განაგრძობს. განაცხადის ფორმა,შევსების წესი და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ინტერნეტ გვერდზე www.startup.gov.ge. დამატებითი ინფორმაციისთვის მუშაობს ცხელი ხაზი: 2 30 59 15.

15 დეკემბრამდე მიღებული განაცხადების განხილვის პროცესი და გამარჯვებულების გამოვლენა წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით. იმ ბიზნეს პროექტების ავტორებს, რომლებმაც პროგრამის პირველ კონკურსში შემოიტანეს განაცხადი და ვერ მოიპოვეს დაფინანსება, აქვთ შესაძლებლობა აპლიკაციის შევსების გარეშე მონაწილეობა მიიღონ მეორე კონკურსში,ასევე სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ კონსულტაცია გაიარონ „სტარტაპ საქართველოს" წარმომადგენლებთან და დახვეწონ ადრე წარმოდგენილი ბიზნეს გეგმა.

„დამწყები საწარმოების (სტარტაპების)ხელშეწყობის პროგრამას" მთავრობის ინიციატივით საპარტნიორო ფონდი და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ერთობლივად ახორციელებენ. „სტარტაპ საქართველოს“ მიერ გამოცხადებულ პირველ კონკურსში გამარჯვებული 56 სტარტაპერი გახდა. პროგრამა მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური კომპონენტებისგან შედგება. ინოვაციურ ნაწილში გამარჯვებული 36, ხოლო მაღალტექნოლოგიურ კომპონენტში 20 აპლიკანტი გახდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42