ევრო დოლართან 2%-ით, ხოლო ფუნტი 1%-ით გამყარდა. დოლარი თითქმის 3%-ით გაუფასურდა იაპონურ იენთან და თითქმის 2%-ით შვეიცარიულ ფრანკთან.
როგორც ბლუმბერგი წერს დონალდ ტრამპის შესაძლო გამარჯვებამ საფონდო ბირჟებზე პანიკა გამოიწვია, ფიუჩერსები S&P 500-ის ინდექსზე დაეცა 4.3%-ით, Dow Jones-ის ინდექსზე კი 3.6%-ით.
ბლუმბერგის ინფორმაციით ბაზრებზე პანიკამ გაზარდა მოთხოვნა „დამცავი აქტივებზე“ მაგალითად აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებზე.
არეულობაა აზიურ ბირჟებზე, იაპონური ინდექსი Nikkei დაეცა 4%-ით.
როგორც ანალიტიკური კომპანიის Capital Economics-ის ეკონომისტები აღნიშნავენ, დონალდ ტრამპის არჩევნებში გამარჯვების შედეგად, დოლარი მსოფლიო წამყვან ვალუტებთან მიმათრებაში სერიოზულად გაუფასურდება. ამავე დროს, ამერიკული ვალუტის კურსი გამყარდება განვითარებადი ქვეყნების ვალუტების მიმართებაში, მაგალითად, აღნიშნული პროცესი უკვე შეინიშნება მექსიკურ პესოსთან დაკავშირებით. ამასთან, ექსპერტები ნავთობის ფასის ვარდნასაც პროგნოზირებენ.
მასალის გამოყენების პირობები






