საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა. კლინტონი ნიუ იორკში, საარჩევნო უბანზე მეუღლესთან, ბილ კლინტონთან ერთად მივიდა.
აშშ-ში საარჩვენო უბნები ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათზე გაიხსნა. ყველაზე გვიან საკუთარი არჩევანის დაფიქსირებას ალიასკისა და ჰავაის კუნძულების მოსახლება შეძლებს.
პირველად საარჩევნო უბნები - ადგილობრივი დროით 19:00 საათზე ფლორიდაში დაიხურება.
შეგახსენებთ, ამერიკა დღეს ახალ პრეზიდენტს ირჩევს. ამერიკელებს არჩევანის გაკეთება დემოკრატ ჰილარი კლინტონსა და რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს შორის მოუწევთ.
"როიტერსის“ ცნობით, ჰილარი კლინტონს გამარჯვების 90%-იანი შანსი აქვს.
როგორც გამოცემა წერს, ამ დასკვნის გამოტანის საშუალებას Reuters/Ipsos-ის ერთობლივი კვლევა იძლევა. როიტერსის“ ცნობით, ჰილარი კლინტონის რეიტინგი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში არ შეცვლილა და ტრამპის გამარჯვებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ექვსი ან შვიდი შტატის ყველა თეთრკანიანი, ფერადკანიანი და ესპანურენოვანი ამომრჩეველი საკუთარ პოზიციას რადიკალურად შეიცვლის და ტრამპს მისცემს ხმას.
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ტრამპს დაახლოებით 3 %-ით უსწრებს. ბოლო მონაცემების თანახმად, ჰილარი კლინტონს ამომრჩეველთა 45 % უჭერს მხარს, ტრამპს კი 42 %.
ექპსერტთა პროგნოზით, კლინტონი ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 303 ხმას მიიღებს, ტრამპი კი 235-ს, გამარჯვებისთვის კი კანდიდატს 270 ხმა სჭირდება.
მასალის გამოყენების პირობები






