იმისითვის, რომ საბოლოო შედეგი მაქსიმალურად სწორი იყოს, ტესტი მარტომ, მშვიდ გარემოში გააკეთეთ. სიმშვიდის და სიმარტოვის გარდა თქვენ დაგჭირდებათ: თაბახის სუფთა ფურცელი და კალამი.
დადეთ ფურცელი ჰორიზონტალურად და ზემოდან ქვემოთ დასვით 16 მსხვილი წერტილი.

გონებაში ჩამოყარეთ შემთხვევითი სიტყვები, რაც იმ წამს მოგაფიქრდებათ. მიაქციეთ ყურადღება იმას რომ ეს სიტყვები არსებით სახელებს წარმოადგენდნენ. ჩამოწერეთ წერტილების გასწვრივ. (ეს სიტყვები ტესტის მიმდინარეობისას მხოლოდ ერთხელ უნდა გამოიყენოთ)

თანმიმდევრული 2-3 სიტყვა ერთმანეთთან ასოციაციურად დააკავშირეთ და სწორედ ეს ახალი სიტყვა დაწერეთ მათ გასწვრივ.

თანდათანობით შეამციეთ ასოციაციური რიგი , სანამ ეს ჯაჭვი საბოლოო სიტყვამდე არ მიგიყვანთ.

ეს უკანასკნელი სიტყვა არის სწორედ ის გასაღები, რომელიც დაგეხმარებათ თქვენს კითხვებსა და პრობლემებში გაერკვეთ.
აღნიშნული ტესტის გაკეთება თვეში 1 ჯერზე მეტად რეკომენდირებული არაა, რათა თქვენ ასოციაციებში თავად არ აირიოთ.
მასალის გამოყენების პირობები






