დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ მზრუნველობამოკლებული შშმ ბავშვებისთვის საოჯახო ტიპის სახლს ააშენებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:06, 08 Nov, 2016     1381
დეველოპერულ კომპანიას „m2 უძრავი ქონება“ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში „m2“ იწყებს საოჯახო ტიპის სახლის მშენებლობას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის, რომელიც სრულად იქნება მორგებული სწორედ მათ საჭიროებებზე. ამ ეტაპზე საოჯახო სახლის პროექტი დასრულებულია და იანვრიდან დაიწყება მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგ სახლის რემონტსა და კეთილმოწყობას UNICEF-ი უზრუნველყოფს.

საოჯახო ტიპის სახლის მშენებლობა პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დაცვა“ ფარგლებში ხორციელდება, რომელსაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2015 წლიდან ახორციელებს. პროექტის ფარგლებში გატარებულ იქნა მნიშვნელოვანი რეფორმები, რაშიც აქტიურად მონაწიოლეობენ გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).

„განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანებზე ზრუნვა კომპანია m2-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია. m2-ის ყველა საცხოვრებელი კომპლექსი სრულადაა ადაპტირებული შშმ პირთათვის. ასევე, ჩვენი კომპანიის ფინანსური მხარდაჭერით ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზე 260-მდე პანდუსი მოეწყო. m2-ის თითოეული თანამშრომლისთვის საამაყოა ისეთ საქმეში წვლილის შეტანა, როგორიცაა საოჯახო ტიპის სახლის მშენებლობა, რადგან ბავშვები კეთილმოწყობილ გარემოში და ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში გაიზრდებიან“ - განაცხადა m2-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ.

„ასეთი ინიციატივები კარგი პრაქტიკაა სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობისთვის. ეს არის პირველი ნაბიჯი სახელმწიფოს მხრიდან, ახალი, საოჯახო ტიპის სერვისის შექმნისა მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობებისა და ჯანმრთელობის მქონე ბავშვებისათვის, რომლებიც ახლა ნუცუბიძეზე მდებარე შშმ ბავშვთა სახლში ცხოვრობენ, ანუ ჯერ კიდევ დიდ ინსტიტუციაში არიან. ეს აქტივობა სრულ შესაბამისობაშია ქვეყნის სოციალურ პოლიტიკასთან, რაც ამ ბავშვების დიდი ინსტიტუციებიდან გამოყვანას და საოჯახო პირობებთან მაქსიმალურად დაახლოებული გარემოს შექმნას ითვალისწინებს.

ახალი სერვისი საშუალებას მისცემს ბავშვებს მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სერვისი მიიღონ - როგორც ჯანმრთელობის, ისე ზოგადი განვითარების თვალსაზრისით. ეს მათ განვითარების მეტ შესაძლებლობას მისცემს, ხელს შეუწყობს ბავშვების საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბებას.“ - აცხადებს მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42