კლინტონი VS ტრამპი - მსოფლიო უჩვეულო და ისტორიული არჩევნების შედეგის მოლოდინშია
პოზიცია - 14:27, 08 Nov, 2016     7423
8 ნოემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში 58-ე საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. აშშ-ს 45-ე პრეზიდენტს და 48-ე ვიცე-პრეზიდენტს ირჩევს.

დღეს ამერიკის შეერთებულ შტატები მსოფლიო ყურადღების ცენტრშია.

2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში 6 კანდიდატი მონაწილეობს. ტრადიციულად მთავარი კონკურენტები დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების კანდიდატები არიან: აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი და მილიარდერი ბიზნესმენი, დონალდ ტრამპი. მათ გარდა, კენჭს იყრიან ლიბერტარიანული, საკონსტიტუციო და მწვანეთა პარტიების და დამოუკიდებელი კანდიდატები.

ბოლო კვლევები უჩვენებს, რომ დემოკრატი კანდიდატი რესპუბლიკელს 4 პუნქტით უწსრებს.

ტრამპი და კლინტონი ნიუ-იორკში უბნების გახსნას დაელოდებიან. ეს არჩევნები საინტერესოა იმითაც, რომ წელს პირველად წინასწარი არჩევნების რეკორდი მოიხსნა. საკუთარი არჩევანი წინასწარ 46 მილიონზე მეტმა, ანუ 40%-მა გააკეთა.

ჰილარი კლინტონის მხარდამჭერ კამპანიაში იყო ჩართული ბარა ობამაც, რომელმაც ტრამპს პოლიტიკური უნარები დაუწუნა და აღნიშნა, რომ ის ვერც პრეზიდენტი და ვერც მთავარსარდალი ვერ გახდება.

თავის მხრივ არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს რესპუბლიკელი კანდიდატი კლინტონს, რომელმაც იმეილებიც სკანდალზე ისაუბრა.

თავად ტრამპისთის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სამი შტატის პოზიციები, ესენია ფლორიდა, ოჰაიო და აიოვა. თუ ტრამპმა წააგო ამ შტატებიდან ერთ-ერთი მაინც, ჩათვალეთ, რომ მას წაგებული აქვს. ესენი მისთვის კრიტიკული წერტილებია დელეგატების რაოდენობიდან გამომდინარე.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტის არჩევის წესს:

ამერიკელები პრეზიდენტს არაპირდაპირი წესით ირჩევენ. ისინი ხმას აძლევენ კონკრეტულ, მათთვის სასურველ კანდიდატს, თუმცა, რეალურად ისინი ირჩევენ ამომრჩეველთა კოლეგიას, რომლებმაც შემდეგ უნდა აირჩიონ პრეზიდენტი. ამომრჩეველთა კოლეგია არის აშშ-ს კონსტიტუციის საფუძველზე შექმნილი ორგანო, რომელიც შედგება 538 წევრისგან. იმისათვის, რომ კანდიდატი პრეზიდენტი გახდეს, მას სჭირდება მინიმუმ 270 წევრის ხმა. ამომრჩეველთა კოლეგია აშშ-ს დამფუძნებელმა მამებმა კონსტიტუციით შექმნეს იმიტომ, რომ ეპოვათ ბალანსი პრეზიდენტის პირდაპირ წესით, ხალხისა და კონგრესის მიერ არჩევას შორის. ამომრჩეველთა კოლეგია შედგება შტატების წარმომადგენლებისგან. თითოეულ შტატს კოლეგიაში ზუსტად იმდენი წარმომადგენელი ჰყავს, რამდენი წარმომადგენელიც ჰყავს კონგრესში. რაც შეეხება კოლუმბიის ოლქს, ის კოლეგიაში 3 წევრით არის წარმოდგენილი (აშშ-ს ყველაზე მცირერიცხოვანი შტატის მსგავსად). ამომრჩეველთა კოლეგიაში თითოეულ შტატს წარმომადგენელთა განსხვავებული რაოდენობა ჰყავს და ეს დამოკიდებულია შტატში მცხოვრებთა რიცხვზე.

აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნები იმართება ყოველ ოთხ წელში ერთხელ, ნოემბრის პირველი ორშაბათის მომდევნო სამშაბათს.

სამშაბათი საარჩევნო დღედ გამოცხადდა 1845 წლიდან და მიზნად ისახავდა სოფლად მცხოვრები მოსახლეობისათვის ხმის მისაცემად ხელსაყრელი პირობების შექმნას: ნოემბრის დასაწყისისთვის მოსავლის აღება დასრულებული იყო, ამავდროულად ამინდი ჯერ კიდევ არ იყო მკვეთრად გაუარესებული. შაბათი ფერმერებისთვის სამუშაო დღე იყო, კვირა კი მთლიანად ეთმობოდა ეკლესიას. ოთხშაბათობით უმრავლეს ქალაქებში იმართებოდა ვაჭრობა. იმის გათვალისწინებით, რომ საარჩევნო უბანში მისასვლელად ბევრ მოქალაქეს სჭირდებოდა მთელი დღე, კონგრესმა არჩევნები დანიშნა სამშაბათ დღეს.

10 საინტერესო ფაქტი ამერიკის საპრეზიდენტო ისტორიიდან:

1. ამერიკის პირველი პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი უპარტიო იყო. მმართველობის 8 წლის მანძილზე ის არცერთ ფრაქციასთანაც კი არ იყო ასოცირებული.

2. ამერიკას სულ 43 პრეზიდენტი ჰყავდა. ბარაკ ობამას 44-ე პრეზიდენტად იმიტომ მოიხსენიებენ, რომ გროვერ კლივლენდმა პოსტი ორჯერ დაიკავა. ის შეერთებული შტატების რიგით 22-ე და ოთხწლიანი ინტერვალის შემდეგ, 24-ე პრეზიდენტი იყო.

3. 43 პრეზიდენტიდან 2 ვადით მხოლოდ 12-მა იმსახურა. ფრანკლინ დელანო რუზველტი 4-ჯერ აირჩიეს, ვიდრე კონსტიტუციაში ოცდამეერთე შესწორების შეტანის საჭიროება არ გაჩნდა. რუზველტი 1933 წელს აირჩიეს და მან პოსტზე 1945 წლამდე, გარდაცვალებამდე იმსახურა.

4. პრეზიდენტის პოსტზე 8 პრეზიდენტი დაიღუპა. 4 - ავადმყოფობით გარდაიცვალა და 4 მოკლეს.

5. არჩევნებზე 4-ჯერ მოხდა ისე, რომ საპრეზიდენტო კანდიდატმა ხმების უმრავლესობა მოიგო, მაგრამ საარჩევნო კოლეგიის ხმები დააკლდა და პრეზიდენტი ვერ გახდა. ესენი არიან: 1824 წელს ენდრიუ ჯეკსონი; 1876-ში სამუელ ტილდენი; 1888 წელს გროვერ კლივლენდი და 2000-ში ალ გორი.

6. დამოუკიდებლობის დეკლარაციის 56 ხელმომწერიდან თორმეტი 35 წლამდე ახალგაზრდა იყო. დეკლარაციამ საფუძველი ახალი სახელმწიფოს შექმნას, ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩაუყარა.

7. ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი ჯონ კენედი გახლდათ. ის 43 წლის ასაკში აირჩიეს. ყველაზე ასაკოვანი კი რონალდ რეიგანი იყო. ხელმეორე ვადით არჩევნების შემდეგ, მან პოსტი 73 წლის ასაკში დაიკავა,

8. ჯეიმს ბიუკენენი ერთადერთი დაუქორწინებელი პრეზიდენტი გახლდათ. რონალდ რეიგანი კი - ერთადერთი ცოლს გაყრილი პრეზიდენტი. ტომას ჯეფერსონი და მარტინ ვან-ბურენი ქვრივები იყვნენ და ხელმეორედ პრეზიდენტობის პერიოდში იქორწინეს.

9. ამერიკის პირველი ფერადკანიანი პრეზიდენტი ბარაკ ობამა იყო.

10. პირველი ქალი, რომელიც წამყვანმა პარტიამ თავის ნომინანტად დაასახელა, ჰილარი კლინტონი გახლდათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42