მყვინთავმა, რომელიც ზღვის კიტრებს აგროვებდა, დაკარგული ატომური ბომბი იპოვა?
ეს საინტერესოა - 13:42, 08 Nov, 2016     18780

მოყვარულმა დაივერმა შონ სმურჩინსკიმ, რომელიც ბრიტანეთის კოლუმბიის ნაპირებთან ზღვის კიტრებს ეძებდა, ოკეანის ფსკერზე მეტალის უცნაური საგანი აღმოაშჩინა. შონი დარწმუნებული იყო, რომ ეს ამოუცნობი მფრინავი აპარატია, თუმცა, მყვინთავის მიერ საგნის აღწერის შემდეგ, კანადის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ ეს ატომური ბომბია, რომელიც 1950 წელს ამერიკული ბომბდამშენის B-36 075-ს კატასტროფის დროს დაიკარგა.

სამინისტროში ამბობენ, რომ ამ ბომბში არ არის რადიოაქტიური ნივთიერებები, თუმცა მის გამოსაკვლევად სამხედრო გემები გააგზავნეს.

შონის აღწერით მეტალის ნივთი დაახლოებით ორკაციანი საწოლის ზომისაა, მრგვალი და შუაში ნახვრეტი აქვს.

დაკარგული ატომური ბომბის ისტორია დიდი ხანია სამხედრო ისტორიკოსებს აწუხებთ. ეს ცივი ომის ერთერთი საიდუმლოა.

ბომბდამშენი B-36 075 1950 წელს საცდელ ფრენას ასრულებდა. მისი მისია ატომური შეტევის სიმულირება იყო და მის ბორტზე რეალური ატომური ბომბი Mark 4 იყო. საცდელი ფრენის ამოცანა იყო შეემოწმებინა, გაუძლებდა თუ არა აღნიშნული თვითმფრინავი ბომბის წონას.

ფრენის დაწყებიდან რამდენიმე საათის შემდეგ თვითმფრინავის მოტორს ცეცხლი გაუჩნდა და ოკეანეში ჩავარდა. ეკიპაჟის 17 წევრიდან 5 დაიღუპა.

ავიაკატასტროფიდან სამი წლის შემდეგ, თვითმფრინავის ნამსხვრევები ოკეანემ გამორიყა, თუმცა ბომბი აღმოჩენილი არ იყო და იგი დღემდე დაკარგულად ითვლება.

როგორც ამერიკელი სამხედროები აცხადებდნენ, ბომბი არა პლუტონიუმით, არამედ ტყვიით იყო დატენილი და შესაბამისად მას ატომური აფეთქების გამოწვევა არ შეეძლო.

არსებობენ სკეპტიკოსები, რომლებიც აცხადებენ, რომ შეუძლებელია ეს ის ბომბი იყოს, რადგან მისი ადგილმდებარეობა საკმაოდ მოშორებულია კატასტროფის ადგილს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42